ჟენევაში მდებარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შტაბ-ბინაში ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის 146-ე სესია გაიმართა. სესიის მსვლელობისას ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ისაუბრა მჭიდრო კონტაქტზე და თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან, ასევე ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოხატა ჩინეთის მთავრობისა და ხალხის ძალისხმევის მიმართ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიასთან ბრძოლაში.

მან განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცე და ეფექტურ სტრატეგიას მისდევს. დღეისთვის, ჩინეთის გარდა, მსოფლიოში დაავადების მხოლოდ 146 შემთხვევა დაფიქსირდა. სხვა ეპიდემიებთან შედარებით, ასეთი ციფრები მინიმალურია და ადამიანებს პანიკის არანაირი საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ.

Related Articles

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა ქვეყანა ფაქტებსა და მეცნიერულ რაციონალურობას უნდა დაეყრდნოს. პროფილაქტიკა აუცილებელია, თუმცა გადამეტებული რეაქციებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ურჩევს სხვა ქვეყნებს რაიმე შეზღუდვების დაწესებას მგზავრობებზე ან ვაჭრობაზე და მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ყველა ნაბიჯი მტკიცებულებების საფუძველზე გადადგან. ამავდროულად, გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ საჭიროა ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება, დაავადების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესება და ვაქცინის შექმნა, ყალბი განცხადებების უარყოფა, პროფილაქტიკური ზომების დახვეწა, რესურსების გაზრდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ინფორმაციის, კომპეტენციისა და ცოდნის შემდგომი გაზიარება, რათა ყველა გაერთიანდეს ეპიდემიასთან ბრძოლაში.

დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ბრაზილიამ, სინგაპურმა, ისრაელმა, ჩილემ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, მიანმამ, ეგვიპტემ, ნორვეგიამ, ინდონეზიამ, ლანადამ, დანიამ, ტაილანდმა, შვედეთმა, მონტენეგრომ და სხვა ქვეყნებმა ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს მაღალი შეფასება მისცეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: