მზისგან დამცავი საშუალება კანის კიბოს განვითარებისა და მისი ვადამდელი დაბერების წინააღმდეგ პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორი არჩევნის გაკეთებისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.

მზისგან დამცავი საშუალებების მთავარი კომპონენტები თავის საქმეს მეტ-ნაკლებად ერთნაირად უმკლავდება. არსებობს ორგანული ფილტრები (მაგალითად, ოქტინოკსატი, ავობენზონი) - ისინი ულტრაიისფერ სხივებს სითბოდ გარდაქმნიან და კანში არ ატარებენ. არაორგანული ფილტრები (თუთიის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი) ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავენ და ფანტავენ.

.

.

მზისგან დამცავი საშუალებების შემადგენლობაში ვიტამინებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ.

იმის გასაგებად, გჭირდებათ თუ არა კონკრეტულ დღეს მზისგან დაცვა, ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ-ინდექსს.

.

.

სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანს კანის კიბოს განვითარების რისკი მაღალი არ აქვს, მას არაფერი მოუვა თუ 15 წუთის განმავლობაში ივლის ქუჩაში მზისგან დამცავი საშუალების გარეშე 3 იუ-ინდექსის პირობებშიც. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა კანზეც თებერვალში მზის პირველი გამოჩენისთანავე პიგმენტური ლაქები ჩნდება და მათ კანის დაცვა უპირობოდ სჭირდებათ.მზისგან დამცავი საშუალება უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 15-30 წუთით ადრე. მისი განახლება აუცილებელია ყოველ ორ საათში ერთხელ, ხანგრძლივი ბანაობის შემდეგ, თუ თქვენ ლოგინში წევხართ, ასევე კანის პირსახოცით გამშრალების შემდეგ.

შეძლებისდაგვარად ატარეთ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი, შარვალი და ფართოფარფლიანი შლაპა. ყველაზე კარგად დაგიცავთ მკვრივი (სინათლის გაუმტარი) ქსოვილის, მუქი ფერის ტანსაცმელი. ხშირად, სველი ტანსაცმელი დამცავ ძალას კარგავს.

მზისგან დამწვრობა, განსაკუთრებით ბავშვობაში, მელანობის განვითარების რისკს ზრდის, რომელიც დამწვრობიდან დიდი ხნის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.