ალუბლის ლიმონათი

1 დიდი ლიმონი

2 საშუალო ფორთოხალი

3-4 პიტნის ფოთოლი

100 მლ. ალუბლის სიროფი

ყინულის კუბიკები

გაზიანი ან ჩვეულებრივი წყალი

ალუბლის ლიმონათი

ალუბლის ლიმონათი

მომზადება

ნახევარი ფორთოხალი და მეოთხედი ლიმონი დაჭერით კუბიკებად და დოქი მოათავსეთ.შემდეგ, პიტნის ფოთლებთან ერთად, დარჩენილი ხილისგან გამოწურული წვენი და ალუბლის სიროფი დაამატეთ. ჩაყარეთ დოქში ყინულები და დაამატეთ გაზიანი ან ჩვეულებრივი წყალი.

ატმის ლიმონათი

3 საშუალო ატამი

2 ლაიმი

2 საშუალო ლიმონი

4-5 სუფრის კოვზი შაქარი

1 ლ ცივი წყალი

ყინული

ატმის ლიმონათი

ატმის ლიმონათი

მომზადება:

გათალეთ ატამი და უკვე დაჭრილი მოათავსეთ თასში. იქვე ჩაასხით ლაიმისა და ლიმონის წვენი და დაუმატეთ შაქარი. დაასსხით მას წყალი და დააბლენდერეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. მიღებულ მასაში ჩაყარეთ ყინული და ლიმონათი მზად არის .

კლასიკური ლიმონათი

3 დიდი ლიმონი

1 ფორთოხალი

4-5 ს.კ შაქარი

700 მლ წყალი

350 მლ გაზიანი წყალი

ლიმონათი

ლიმონათი

ლიმონსა და ფორთოხალს მოაშორეთ ცედრა და გაწურეთ. მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ 3 ს.კ შაქარი და ჩაასხით 700მლ ადუღებული. დაელოდეთ გაგრილებას და შედგით მაცივარში 4-5 საათი. კარგად გადაწურეთ და დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მოურიეთ და დაამატეთ გაზირებული წყალი.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდზე.

მედეა ჩუბინიძე

მედეა ჩუბინიძე

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი, კულინარიული ბლოგერი მედეა ჩუბინიძე, ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად საინტერესო რეცეპტებს გვიზიარებს :

კიტრისა და პიტნის გასპაჩო

1,5 ც. კიტრი

1 კონა პიტნა

1/2 მწვანე ბულგარული წიწაკა

1/2 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

3 ს.კ. მაწონი

150 მლ (ან გემოვნებით) წყალი

2 ს.კ. ძმარი

4 ს.კ. ზეთი

გემოვნებით მარილი

გემოვნებით პილპილი

მომზადების წესი :

კიტრი გათალეთ დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი გარდა წყლის, მარილისა და პილპილისა. დააბლენდერეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.

შემდეგ დაუმატეთ ადუღებული და გაციებული წყალი, იმდენი, რომ სასურველი კონსისტენცია მიიღოთ.

დაუმატეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათი, რათა კარგად გაცივდეს და გემოები ერთმანეთს გაუჯდეს.

კიტრისა და პიტნის გასპაჩო

კიტრისა და პიტნის გასპაჩო

ბრაზილიური ლიმონათი

4 პორციისთვის დაგჭირდებათ:

2 ც. წვნიანი ლაიმი

800 მლ. წყალი

1/2 ჩ ჩ.ჭ. შაქარი

1/4 ჩ.ჭ. შესქელებული რძე

ყინული

ბრაზილიური ლიმონათი

ბრაზილიური ლიმონათი

მომზადება:

ლაიმი ძალიან კარგად გარეცხეთ, რადგან კანიანად უნდა დაბლენდერდეს. შემდეგ კი მოაჭერით თავი და ბოლო, დარჩენილი ნაწილი კი 8 ნაწილად დაჭერით.

წყალი და შაქარი მოათავსეთ ბლენდერში და შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლაიმის ნაჭრები და მაღალი სიჩქარით დააბლენდერეთ.

მიღებული მასა საცერზე გადაწურეთ, ლიმონათს დაუმატეთ შესქელებული რძე და ყინული, კარგად მოურიეთ.

სხვა რეცეპტების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ მედეა ჩუბინიძის კულინარიულ ბლოგს.