ფიზიკურ აქტივობაზე, მასაჟის ხელოვნებაზე, ჰაერსა და გონივრული კვების სარგებლობაზე ასობით წიგნია დაწერილი.
მოძრაობის რეჟიმი აუცილებელია ჯანსაღისთვისაც და სნეულებით დავრდომილისთვისაც. შეუძლებელია საიმედოდ განკურნება ქრონიკული დაავადებებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის უზრუნველყოფა, თუ გამუდმებით არ გადაინაცვლებს და გადანაწილდება ორგანიზმში სისხლი.
სიბერეც კი მოძრაობას და საქმიანობას ითხოვს. მძიმე სნეულების დროსაც კი მოძრაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
უნდა განავითაროთ ორგანიზმის ფუნქცია და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ. ფრანგული ანდაზა ამბობს: მოძრაობა- ესაა სიცოცხლე; სადაც მოძრაობა არაა, იქ არაა ჯანსაღი სრულფასოვანი სიცოცხლე.
ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, მოძრაობის რეჟიმის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებს, წყალსა და სუფთა ჰაერს.

ალბათ გსმენია, რომ ტიბეტელი ბერები ხანგრძლივად და ჯანმრთელად ცხოვრობენ. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ ახერხებენ ამას? ისინი დიდ დროს უთმობენ სპეციალურ ვარჯიშებს, მედიტაციას და კვებას. მათთვის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ საკვებ პროდუქტს ქერის ბურღული წარმოადგენს. მათი აზრით, ქერის ბურღული ორგანიზმს ეხმარება იყოს მხნედ, მიიღოს საჭირო ვიტამინები და, რაც მთავარია, ფიქრობენ რომ ხანგრძლივი სიცოცხლის მსურველთათვის ქერი აუცილებელ, ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად უნდა გადაიქცეს.
დღის მანძილზე საჭიროა:
მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას, დაუთმოთ სულ მცირე 20 წუთი;
შეძლებისდაგვარად მიიღოთ წყალი, სასურველია 1 ლიტრის ოდენობით;
საკვებში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მწვანე პროდუქტი;
დღის მანძილზე სასურველია მიიღოთ 1 ცალი ვაშლი, ის დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისგან;

არ შეიძლება ხანგრძლივ სიცოცხლეზე ვსაუბრობდეთ და არ ვახსენოთ ლიმონი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად ითვლება. განსაკუთრებით კი ხაჭო, ლიმონის წვენით;
1ჩ/კ თაფლი, რომელიც ძალებს აღგიდგენთ, თაფლი ასევე შესანიშნავად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და აწესრიგებს ძილის პროცესს;
და არ დაგავიწყდეთ, გაღიმება ის ყველაზე ძლიერი მკურნალია!

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, სიცოცხლეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ახანგრძლივებს.

ასევე, ვისაც ჯანსაღი ცხოვრება სურს, უარი უნდა თქვას თამბაქოს მოხმარებაზე, და ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებაზე.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: