ფიზიკურ აქტივობაზე, მასაჟის ხელოვნებაზე, ჰაერსა და გონივრული კვების სარგებლობაზე ასობით წიგნია დაწერილი. მოძრაობის რეჟიმი აუცილებელია ჯანსაღისთვისაც და სნეულებით დავრდომილისთვისაც. შეუძლებელია საიმედოდ განკურნება ქრონიკული დაავადებებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის უზრუნველყოფა, თუ გამუდმებით არ გადაინაცვლებს და გადანაწილდება ორგანიზმში სისხლი.
სიბერეც კი მოძრაობას და საქმიანობას ითხოვს. მძიმე სნეულების დროსაც კი მოძრაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უნდა განავითაროთ ორგანიზმის ფუნქცია და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ. ფრანგული ანდაზა ამბობს: მოძრაობა - ესაა სიცოცხლე, სადაც მოძრაობა არაა, იქ არაა ჯანსაღი სრულფასოვანი სიცოცხლე.

ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, მოძრაობის რეჟიმის გარდა დიდი მნიშვნელოვა აქვს საკვებს, წყალსა და სუფთა ჰაერს.

დღის მანძილზე საჭიროა:

მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას სულ მცირე 20 წუთი დაუთმოთ;

შეძლებისდაგვარად მიიღოთ წყალი, სასურველია ეს იყო 1 ლიტრის ოდენობით;

საკვებში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მწვანე პროდუქტი;
დღის მანძილზე სასურველია მიიღოთ 1 ცალი ვაშლი, ის დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისგან;

1ჩ/კ თაფლი, რომელიც ძალებს აღგიდგენთ. თაფლი ასევე შესანიშნავად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და აწესრიგებს ძილის პროცესს.
და არ დაგავიწყდეთ: გაღიმება - ყველაზე ძლიერი მკურნალია!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: