საქართველოში ტექნოლოგიების დარგი ახალგაზრდაა და ალბათ არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ აღქმა იმ საფრთხეებისა რაც ტექნოლოგიების სამყაროში არსებობს, არც ბიზნესში და არც მოსახლეობაში არაა.

უმეტესობისთვის ჰაკერობა და კიბერ დანაშაული, სათავგადასავლო წიგნისა ან კინოს სიუჟეტთან უფრო არის გაიგივებული, ვიდრე იმ რეალობასთან, რომელიც დღეს ამ მომენტში ჩვენს გარშემო ხდება. არადა, მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ 4 ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში სწორედ კიბერ დანაშაული წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს.

„I KNOW“-ს დირექტორი ირაკლი გოგოლაძე „FOR U“-სთან კიბერუსაფრთხოებაზე საუბრობს.

- რა ზიანი შეიძლება მივიღოთ ასეთი ქმედებისგან?

- არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია იქნება თუ ფიზიკური პირი. ზიანს კიბერდანაშაულისგან არ აქვს ზღვარი და ლეტალურ შედეგამდეც კი შეიძლება მივიდეს. ყველაზე გავრცელებული დღეს არის მონაცემთა კრიპტაცია, რაც ფაქტობრივად ინფორმაციის მძევლად აყვანას ნიშნავს. ფაილები იშიფრება და მათი დეშიფრაციისთვის ჰჰკერები ითხოვენ ფულს, თუმცა ყველა ჰაკერული თავდასხმის შედეგი ფულით ვერ აღმოიფხვრება. ჰაკერმა შეიძლება ვინმეს დავალებით ან უბრალოდ სპორტული ინტერესისთვის საერთოდ წაშალოს მონაცემები და მაშინ კომპანიაც და ადამიანიც ფაქტომბრივად ცარიელი ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას, რადგან ყველაზე მეტ ინფორმაციას თითოეული ჩვენგანი სწორედ კომპიუტერებში, ელ ფოსტაზე და ციფრულ სივრცეში ინახავს.

.

.

- როგორ დავიცვათ თავი?

- აბსოლუტური დაცვა არ არსებობს! როგორი რთულიც არ უნდა იყოს კლიტე, ყოველთვის მოინახება მისი გასაღები, მაგრამ არის უსაფრთხოების რიგი ნორმები, რომელიც გაზღვევთ კიბერ შეტევებისგან. ის ჰაკერები, რომლებიც სპორტული ინტერესისთვის ნასას ან პენტაგონის სერვერებს ტეხავენ, ნამდვილად არსებობენ და ერთეულები არიან. მათი ინტერესის არეალში საქართველო თავისი კიბერუსაფრთხოებით ნამდვილად ვერ მოხვდება, თუ ეს არ იქნება გამიზნული შეკვეთა. შესაბამისად, ვინ არიან ისინი ვინც ქართულ კომპანიებსა და საიტებს უტევენ? ესენი არიან დამწყები და საშუალო დონის ჰაკერები. პირველები პრაქტიკას გადიან, მეორენი კი იაფ შემოსავალს ეძებენ. შესაბამისად, თუ დაცვის დონე კომპანიაში საშუალო მაინც იქნება, დამწყებები მას ვერ გადალახავენ, ხოლო საშუალო დონის ჰაკერები არ დახარჯავენ უამრავ დროს ამაში, რადგან მსოფლიოში უამრავი დაუცველი კომპიუტერია და რაღა დაცულ ინფრასტრუქტურაზე დახარჯოს დრო.

კიბერ დანაშაულის პირობებში, რეაგირება დანაშაულზე, გვიანი რეაგირებაა, რადგან თუ პრევენციული ზომები არაა ჩატარებული, სარეზერვო ასლები არ არსებობს და თქვენ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი აღმოჩნდით, ისღა რჩება დაელოდოთ გამოძიების „შედეგებს“. ამიტომ მთავარი რჩევა იქნება - იყოთ მზად და ჩაატაროთ პრევენციული ზომები მანამ, სანამ ეს მოხდება, რადგან გამოძიება მაქსიმუმ იპოვნის დამნაშავეს, მაგრამ თქვენ ინფორმაციას ის დიდი ალბათობით ვეღარ დაგიბრუნებთ.

I KNOW ქართულ ბაზარზე IT და პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერი საკონსულტაციო კომპანია.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: