სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

დღესდღეობით, ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მესამე ადგილზე იმყოფება, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი (20439494 ბოთლი), უკრაინა (3149059 ბოთლი), ჩინეთი (2331800 ბოთლი), ყაზახეთი (1379698 ბოთლი) და პოლონეთი (1300222 ბოთლი).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 1,7 მლნ, „წინანდალი“ – 1,4 მლნ, „ახაშენი“ – 638 ათასი, „ხვანჭკარა“ – 282 ათასი, „ტვიში“ – 140 ათასი, „ყვარელი“ – 58 ათასი ბოთლი და ა.შ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: