Guilin

Guilin

Guilin - ასე ეწოდება ულამაზეს ქალაქს, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, იგი ერთ-ერთი ტურისტული ქალაქია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ქალაქი აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, თავისი კარსტული ლანდშაპტებით, სუფთა მდიანრეებით, დიდებული ბრინჯის ტერასებით, ულამაზესი მთათა სისტემით და პეიზაჟებით.

ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ჩინეთში, გუანსის რეგიონში, ჰონკონგთან და გუანგჭოუსთან ახლოს, სამხრეთით.

ქალაქის მოსახლეობა თითქმის ერთი მილიონია, განვითარებულია შიდა ტურიზმის ეკონომიკა. კუილინი დაარსდა ცინის დინასტიის დროს 221-206 წლებში.

ამ ქალაქის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ნახავთ 20 სართულზე მეტ მაღალ შენობა, ისინი ცდილობენ ხელი არ შეუშალონ მთებს, არ დაჩრდილონ ლამაზი ადგილები. ქალაქში ცხოვრების ნელი და მსუბუქი ტემპი ნამდვილად შესამჩნევია.

ტურისტებს საშუალება აქვთ ულამაზეს მდინარე ლი-ზე ნავებით გაისეირნონ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ ყველაზე ლამაზი, კარსტული მთათა სისტემა, რომელიც მდინარეში 100 მილის მანძილზე არის შეჭრილი.

გუილინი გთავაზობთ ზღაპრულ დასვენებას, თანაც იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩინეთი ჰქვია.

Guilin

Guilin

Guilin

Guilin

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: