ელექტრონული ვაჭრობის ჩინურმა გიგანტმა „ალიბაბა“-მ საინფრომაციო უსაფრთხოების მართვის საიმედო სისტემის შექმნისთვის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ კომპანიამ 8 თებერვალს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა მოწმობს იმას, რომ კომპანია მისდევს საინფორმაციო უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას და წარმოადგენს საექსპერტო დასტურს იმისა, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების მართვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.

„ალიბაბა“-ს რისკების მენეჯერის ჯენ ძიუნფანის აზრით, კლიენტთა მონაცემების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის ხარისხიანი დაცვის წყალობით, სერტიფიკაცია ხელს შეუწყობს უცხოური ბაზრების ათვისების გაფართოებას.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სერვისების, ოპერაციების, ქსელური მონაცემებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩინეთმა 2017 წლის ივნისში მიიღო კანონი კიბერუსაფრთხოების შესახებ.

ჩინეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციური ტექნოლოგიების აკადემიის მონაცემთა მიხედვით, ჩინეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ბაზრის მოცულობა 2020 წლისათვის 44 მილიარდ იუანს გადააჭარბებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: