ჩინური საძიებო სისტემა „ბაიდუ“-ს („Baidu“) დამაარსებელმა ლი იანხუნმა განაცხადა, რომ პეკინის უნივერსიტეტისთვის 660 მილიონ იუანს (დაახლოებით 104 მილიონი დოლარი) გაიღებს, რომელიც მოხმარდება კვლევებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

შეიქმნა ერთობლივი ფონდი „პეკინის უნივერსიტეტი-ბაიდუ“, რომლის სახსრები უახლესი კვლევების მხარდაჭერას მოხმარდება. საუბარია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ისეთ დარგებზე, როგორიცაა ინფორმატიკა, მედიცინა, ეკონომიკა, კომუნიკაციები, ფსიქოლოგია და სოციოლოგია. აღნიშნული დარგები მჭიდრო კავშირშია „ბაიდუს“ გრძელვადიან წამოწყებებთან ამ სფეროში.

ლი იანხუნის განცხადებით, პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერული პოტენციალისა და „ბაიდუ“-ს მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და შესაბამის სფეროში დიდი გამოცდილების შერწყმის შედეგი - ახალი მიღწევები იქნება, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: