1 აგვისტოს სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჯენში თხევადი გაზის მწარმოებელი ახალი ტერმინალი გაიხსნა. ობიექტმა უნდა დააკმაყოფილოს ჩინეთის გაზრდილი მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე, რადგან მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სუფთა საწვავს, როგორც ენერგიის ძირითად წყაროს, რომელმაც ტრადიციული წიაღისეული საწვავი უნდა შეცვალოს.

ტერმინალი, რომლის გამტარიანობა წელიწადში 4 მილიონ ტონას შეადგენს, ჩინეთის ნავთობის ეროვნული კომპანიის (China National Offshore Oil Corporation, CNOOC) მეორე ტერმინალი იქნება შენჯენში, ხოლო მეცხრე ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ CNOOC სიდიდით ჩინეთის ნავთობის მესამე ეროვნული კორპორაციაა CNPC-ის და Sinopec-ის შემდეგ.

CNOOC ლიდერი კომპანიაა ჩინეთში თხევადი გაზის სექტორში. 2006 წელს ჩინეთში მან თხევადი გაზისთვის პირველი ტერმინალი ააშენა. დღეისთვის კომპანია ქვეყანის მასშტაბით თხევადი გაზის ცხრა ტერმინალს უწევს ექსპლუატაციას, მათ შორის დაპენგში, ფუძიანში და ჯეძიანგში.

ობიექტის სავარაუდო წლიური გამტარიანობა 33,8 მილიონი ტონა იქნება, რაც ქვეყნის მასშტაბით მიღებული თხევადი გაზის სიმძლავრის მოცულობის 56%-ს შედაგენს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: