კომპანია Segway-Ninebot, რომელსაც Xiaomi ფლობს, ელექტრომოპედის გამოშვებას აპირებს. მოწყობილობა იანვარში გამოფენაზე „CES 2020“ იქნება წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი The Verge ავრცელებს.

წარმოდგენილი იქნება ელექტროსკუტერების ორი ხაზი. პირველი - Ninebot eScooter წარმოადგენს ელექტრომოპედს შუქდიოდური ფარებით, ციფრული დისპლეით და საბარგულით. აღნიშნული ხაზი 5 სატრანსპორტო საშუალებას მოიცავს. ტოპ-მოდელი E200P დაახლოებით 100კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, გააჩნია ორმაგი ლითიუმ-იონური აკუმულატორი და 200კმ-მდე სვლის მარაგი.

სკუტერების მეორე ხაზი (Ninebot eMoped) სამ ვერსიაში გაიყიდება, რომელთა სვლის მარაგი შესაბამისად 39, 59 და 74 კმ იქნება. eMoped-ის მაქსიმალური სიჩქარე - 24 კმ/სთ. სკუტერს ექნება პედლები, ანუ მისი გამოყენება ჩვეულებრივი ველოსიპედივით იქნება შესაძლებელი.

Ninebot eMoped-ის და eMoped-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. ელექტრომოპედების სრულფასოვანი რელიზი იანვარში ნევადაში, გამოფენაზე „Consumer Electronics Show 2020“ შედგება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: