ჩინურმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ Xiaomi ახალი „ჭკვიანი კონდიციონერი“ წარმოადგინა. აღნიშნული კონდიციონერი განასახიერებს კომპანიის ძალისხმევას, რომელიც მისი ინტელექტუალური პროდუცსიის ეკოსისტემის გაფართოებისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მოწყობილობა გადაწყვეტილია მინიმალისტურ დიზაინში, იმართება მობილური აპლიკაციის მეშვეობით, იღებს ხმოვან ბრძანებებს, ასევე ტემპერატურის 0,1°C სიზუსტით რეგულირების უნარიც გააჩნია.

ახალი სმარტ-კონდიციონერის ფასი 1999 იუანს (დაახლოებით 294,4 დოლარი) შეადგენს.

კომპანია Xiaomi-სთვის ეს უკვე მეორე „შეტევაა“ კონდიციონირების სექტორზე მას შემდეგ, რაც 2015 წელს ჭკვიანი კონდიციონერის შესაქმნელად ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ „Midea Group“-თან გაერთიანდა.

ახალი კონდიციონერი შეემატა კომპანია Xiaomi-ს „ჭკვიანი“ პროდუქტების ოჯახს, რომელიც მაცივრებს, ჰაერის გამწმენდებს, მაგიდის ლამპებს და რობოტ-მტვერსასრუტებს მოიცავს.

კომპანია Xiaomi, რომელიც 2010 წელს როგორც მობილური ტელეფონების მწარმოებელი შეიქმნა, გადაიქცა ინტერნეტ-კომპანიად, რომელიც საგნების ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობებს ქმნის.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: