ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ბევრ უსიამოვნებას გადავაწყდეთ, მიუხედავად იმისა, რამდენად ფრთხილად ვმოქმედებთ.

ხშირად გამოუვალი მდგომარეობიდან ვერ ვპოულობთ გამოსავალს, რასაც ხშირად დეპრესია და უხასიათობა მოყვება ხოლმე. კონფუცი ერთ-ერთია, რომლის რჩევებსაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს.

10 საუკეთესო რჩევა კონფუცისგან, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ თავი აარიდოთ უსიამოვნო მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში.

  1. სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, უბრალოდ ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით.
  2. სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა , დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი.
  3. ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
  4. ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შესძლო.
  5. ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში სადაც არაა წესრიგი, იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა ლაპარაკში.
  6. ძვირფასი ქვა პრიალდება მხოლოდ ხახუნით, ასეა ადამიანიც — შეუძლებელია გახდეს წარმატებული ბევრი მცდელობის გარეშე.
  7. თუ ვინმე გძულს ე.ი. მან დაგამარცხა.
  8. იპოვეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა მთელი ცხოვრება.
  9. თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ.
  10. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია არ გაჩერდეთ.