ვირთხა

ფინანსურ ასპარეზზე მთელი რიგი პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ მატერიალური მდგომარეობა შესაძლოა გაურესდეს. ნებისმიერი გაუთვალიწინებელი ხარჯი თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ამიტომ ამ კვირაში მხოლოდ აუცილებელი საყიდლებით შემოიფარგლეთ.

ხარი

მომდევნო კვირას პირველ რიგში საკუთარი იღბალის იმედი უნდა გქონდეთ. თუ გჯერათ საკუთარი წარმატების, ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ. ლინ თრინის ვარსკვლავი მოვლენებზე დადებით გავლენას მოახდენს და ოპტიმისტურ განწყობას შეგიქმნით, რაც, თავის მხრივ, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ვეფხვი

საკმაოდ მძიმე კვირაა მოსალოდნელი. სამსახურში ძალიან დაკავებული იქნებით და ახლობლებთან ურთიერთობისთვის ვერ მოიცლით, თუმცა ინტროვერტული განწყობის წყალობით, ამაზე არც იფიქრებთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ და მცირე დრო სუფთა ჰაერზე ყოფნას და ოჯახის წევრებს დაუთმოთ.

კურდღელი

ფა ქუანის ვარსკვლავის გავლენას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან მის გამო საღი აზროვნების შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება. მთელი კვირა შესაძლოა რაღაც უტოპიურ პროექტებზე დახარჯოთ. ეცადეთ რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და კონცენტრაცია რუტინულ საქმეებზე მოახდინოთ.

დრაკონი

დრაკონის წელს დაბადებულებს არ გაქვთ უბედურების მიზეზი. მომდევნო კვირაში ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. შესაბამისად, უსაფუძვლო ნერვიულობასა და სტრესს თავი დაანებეთ და მშვიდად დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

გველი

პროექტი, რომელსაც უახლოეს დღებში დაიწყებთ, მოკლევადიანი იქნება. შესაძლოა ენერგიის დეფიციტი გქონდეთ. დროა გააანალიზოთ ის, რომ ჩავარდნები ცხოვრებაში ყველას აქვს. შესაბამისად, თქვენ არ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისაც პრობლემური სიტუაცია შეექმნა. თავი ხელში აიყვანეთ და საღი გონება შეინარჩუნეთ.

ცხენი

მოულოდნელობებით აღსავსე კვირა გელით. თქვენ შესაძლოა ისე მოიქცეთ, რომ სხვებს გული ატკინოთ. სასიამოვნო ახალი ურთიერთობა კარგ ზეგავლენას მოახდენს თქვენზე, თუ საკუთარ თავზე ივარჯიშებთ. დაიოკეთ იმპულსები და იყავით მეტად მშვიდი.

თხა

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირაა მოსალოდნელი. ენდეთ თქვენს ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუაციისა თუ ადამიანის მიმართ გარკვეული გრძნობები გაქვთ. თქვენი პირველი რეაქცია ახალ ადამიანთან ან შემოთავაზებასთან სწორი იქნება. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს და მოუყევით მათ თქვენი სიახლეები.

მაიმუნი

იმდენად ხართ ძლიერი გრძნობებით შეპყრობილი, რომ თავს გაუცხოებულად იგრძნობთ. ახლო მეგობრები მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებიან. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ფინანსური პრობლემები თავისით მოგვარდება. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა სუსტების დასახმარებლად.

მამალი

დროა პირადი საჭიროებები პირველ ადგილზე დააყენოთ და ცოტა ხნით მოეშვათ სხვებზე ზრუნვას. ამის გამო თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ. იფიქრეთ დასვენებაზე და სიფრთხილით მიუდექით თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

ძაღლი

უახლოეს დღეებში განსაკუთრებულ მხარდაჭერას ქალბატონებისა და ახალგაზრდების მხრიდან იგრძნობთ. ისინი ახალი შეგრძნებების აღმოჩენაში დაგეხმარებიან და ბევრ კარგ რჩევასაც მიიღებთ. ოჯახური აქტივობები თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს. იღბლიანი კვირაა, თუ ახალ ან უკეთეს სამსახურს ეძებთ.

ღორი

თუ წინ ჩვეულებრივი სამუშაო კვირა გაქვთ, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა გასამხიარულებლად. რაც უფრო კომუნიკაბელური იქნებით, მით უფრო უკეთესობისკენ წავა თქვენი საქმე. თქვენი გულწრფელი, მხიარული და ლოიალური ბუნება გარშემომყოფებს თქვენი დახმარების სურვილს აღუძრავს.