ვირთხა

მომდევნო კვირაში, ყველას გასახარად, შეძლებთ ძველი პრობლემის დარეგულირებას. თქვენ ძალზე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი და ეს განწყობა, პირველ რიგში, ოჯახში შექმნილ სიტუაციაზე მოახდენს გავლენას. თქვენ დაეხმარებით ახლობლებს საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებაში.

ხარი

ოჯახური წყვილების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ლოკ ტონის ვარსკვლავი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ადვილად გამონახავენ საერთო ენას და ერთმანეთს სიურპრიზებსაც მოუმზადებენ. მათ, ვინც ჯერ არ არის დაწყვილებული, ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას პირდებიან.

ვეფხვი

პირდაპირ გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე ვერცერთი ვარსკვლავი ვერ მოახდენს, ასე რომ ამ მხრივ მშვიდი კვირა გელით. მცირე დისკომფორტს მხოლოდ დაღლილობა შეგიქმნით, თუმცა ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემებით იქნება გამოწვეული. თუ ძალების დაცემას იგრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით არის გამოწვეული.

კურდღელი

პირველ პლანზე პირადი ცხოვრება გამოვა, თუმცა თქვენ იმდენად იქნებით დაკავებული ყოველდღიური პრობლემებით და საქმიანობით, რომ რომანტიკისთვის დრო არც დაგრჩებათ. ეს კვირა შემოქმედი და კრეატიული ადამიანებისთვის იღბლიანი იქნება. გაერთეთ და იმხიარულეთ.

დრაკონი

ტრიეტის ვარსკვლავის გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, ეს კვირა სულიერი ჰარმონიის მომტანი იქნება. შფოთვას და მღელვარებას სულიერი სიმშვიდე შეცვლის. ამგვარი განწყობა ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

გველი

ლამ კუანის ვარსკვლავი ამბობს, რომ ფინანსური კეთილდღეობის კვირაა მოსალოდნელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურში ხელფასს გაგიზრდიან. უბრალოდ, შეიძლება იპოვოთ საფულე, გახდეთ რაღაც ქონების მემკვიდრე ან ლატარიაში მოიგოთ.

ცხენი

არასასურველი კვირაა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. ფულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგისთვის გადადეთ. ეს შეეხება როგორც ნივთების შეძენას, ასევე ახალ პროექტში ფულის ჩადებას.

თხა

თხენ კუანის ვარსკვლავი ამ კვირაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პროფესიული მომენტების მიმართ. თქვენი ამოცანაა - გამოავლინოთ ამბიციურობა და სითამამე და საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. უმუშევრებს ამ კვირაში სამსახურის შოვნის შანსი ექნებათ, ოღონდ განსაკუთრებული აქტიურობა უნდა გამოიჩინონ.

მაიმუნი

მოვლენებით დატვირთული კვირაა გელით. თქვენ ძალღონეს არ იშურებთ იმისთვის, რომ ახლანდელი სიტუაცია გააუმჯობესოთ. ნუ იქნებით ნაწყენი იმის გამო, რომ თითქოს სხვები ვერ ამჩნევენ თქვენს შესაძლებლობებს. რაც უფრო მეტს გააკეთებთ, მით უფრო მეტად გამოცდილი გახდებით. განაგრძეთ ცვლილებების განხორციელება.

მამალი

ინტუიციის გრძნობას ამ კვირაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ენდეთ მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუაციისა თუ ადამინის მიმართ გარკვეული გრძნობები გაქვთ. თქვენი პირველი რეაქცია ახალ ადამიანთან ან შემოთავაზებასთან სწორი იქნება. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს და მოუყევით მათ თქვენი სიახლეები.

ძაღლი

კვირის დასაწყისი მცირე დეპრესიით იქნება აღნიშნული. შესაძლოა ინტერესი დაკარგოთ სამსახურის ან რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის მიმართ. ნუ მოიტყუებით იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ. ეცადეთ დაისვენოთ და სტრესულ სიტუაციას თავი დააღწიოთ.

ღორი

ოდნავ დაძაბული კვირაა მოსალოდნელი. წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებთან შეგუება მოგიწევთ. ეს თქვენთვის საკმაოდ რთული და სტრესული იქნება, რადგან ძალიან ბევრი საქმე დაგეკისრებათ. ეცადეთ გარშემომყოფებისგან თავი შორს დაიჭიროთ, რადგან მათი შეხედულებების გაზიარებას ვერ შეძლებთ.