ვირთხა

შესანიშნავი კვირაა იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებას გადახედოთ და შეცვალოთ ის, რაც არ გაკმაყოფილებთ. ვარსკვლავები ხელს შეგიწყობენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, მთავარია - ნებისმიერ სიტუაციაში ილუზიებისა და რეალობის მკაფიო გამიჯვნა მოხდეს. ოცნება კარგია, მაგრამ სჯობს რეალისტი იყოთ.

ხარი

თქვენს ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ნუ გადაღლით საკუთარ თავს მძიმე ფიზიკური შრომით. ხელი მხოლოდ იმას მოკიდეთ, რასაც ადვილად გაუმკლავდებით. კვირის ბოლოს ემოციურ გადაღლას იგრძნობთ, თუმცა მის დაძლევაში მეგობრებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ.

ვეფხვი

ამ კვირაში თხამ ლანგის ვარსკვლავის გავლენა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე საკმაოდ უარყოფითი იქნება, ამიტომ ამ მხრივ მერყევი სიტუაციაა მოსალოდნელი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თავს შეიკავებთ ფულის ფლანგვისგან ან საეჭვო საქმეში ჩადებისგან, ყველაფერი კარგად იქნება.

კურდღელი

უმჯობესი იქნება, თუ ამ კვირას მშვიდად გაატარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ რთული და საეჭვო საკითხების გადაჭრა მომავლისთვის გადადოთ. ნუ ცდილობთ საკუთარ თავს გადაახტეთ და გააკეთოთ ის, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, რადგან ამას შესაძლოა უამრავი პრობლემა მოჰყვეს.

დრაკონი

დრაკონებისთვის კვირა საკმაოდ დამღლელი და შფოთიანი იქნება, თუმცა ყველანაირად უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. სირთულეების გადალახვა უფრო გაგაძლიერებთ. გარდა ამისა, არსებული სიტუაციიდან მომავლისთვის ბევრ გაკვეთილს გამოიტანთ.

გველი

საკმაოდ მოსაწყენი კვირაა მოსალოდნელი, რომელიც თქვენგან მოთმინებას და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას მოითხოვს. გეგმების ჩაშლამ შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ, თუმცა ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ.

ცხენი

ამ კვირის მანძილზე უამრავი საქმის გაკეთებას მოახერხებთ, თუმცა ეს არ შეგიშლით ხელს იმაში, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ პირად ცხოვრებას. ჰონგ ლოანის ვარსკვლავის წყალობით არაჩვეულებრივად მომხიბვლელი იქნებით, მაგრამ მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ამას შესაძლოა სასიყვარულო ავანტიურაში ჩაბმა მოჰყვეს.

თხა

სახლში ყოფნა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შინაგანი კმაყოფილებისა და სიმშვდის შეგრძნებას გაჩუქებთ. წინასწარ დაგეგმეთ მთელი კვირის ხარჯები. გაუფრთხილდით საკუთარ დანაზოგს, რადგან ფულის დაუფიქრებლად ფლანგა ახლა ძალზე არასასურველია.

მაიმუნი

ვარსკვლავები ამ კვირაში ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან. ახლა თქვენი ამოცანაა - მაქსიმალური სარგებლის მიღება ხელსაყრელი გარემოებებიდან. პირველ რიგში, მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ნუ გეშინიათ პირველმა გადადგათ ნაბიჯი დაახლოებისკენ.

მამალი

კვირა მატერილაური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაუთმეთ. შესაძლოა სამსახურთან დაკავშირებული მოულოდნელი შემოთვაზება მიიღოთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. თუ საკუთარ ბიუჯეტს სწორად დაგეგმავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ძაღლი

ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ ამ კვირის დევიზია - კონსერვატიზმი ყველაფერში. ნოვაციები ახლა კარგს არაფერს მოიტანს, და ეს უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.

ღორი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკმაოდ მშვიდი კვირა ელით. გამოიყენეთ ეს დღეები იმისთვის, რომ მეტი დრო დაუთმოთ ცხოვრების სულიერ და კულტურულ მხარეს. ასევე, შესანიშნავი პერიოდია ძველი კავშირების აღსადგენად და შეცდომების გასასწორებლად.