ლეგოს არქიტექტურულ სერიებს ჩინეთის დიდი კედელი დაემატა.

550 ნაწილისგან შემდგარი „ჩინეთის დიდი კედელი“ ორი კოშკით, ხეებით, ტბებით და მინდვრებითაა წარმოდგენილი.

ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ჩინეთის დიდი კედელი ადამინის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი სტრუქტურაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. დიდი კედელი ქრ.შობამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება და ჩინეთის იმპერიის დაცვის მიზნით შეიქმნა.

გერმანიის LEGO-ს ოფიციალური საიტი Zusammengebaut უწყება, რომ ღირსშესანიშნაობის მინიატურული ვერსია პირველ ივნისს იქნება ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება 50 ევრო იქნება.

Lego-ს არქიტექტურული სერია პირველად 2009 წელს შეიქმნა და მისი მიზანია წარსულის აწმყოსა და მომავლის არქიტექტურის ლეგოს ფიგურებში ასახვა. შემნილია 30-ამდე ფიგურა მათ შორისაა ეიფელის კოშკი და "ემფაიარ სთეით ბილდინგი".

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: