ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით გამოდის, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს საგაზაფხულო ტურნირზე მერვედ დამარცხდა.

ტურნირის 13-ე დღეს ტოჩინოშინი კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა. მეტოქემ უპირატესობა პირველივე წამებზე მოიპოვა და ტოჩინოშინის დოჰიოს მიღმა გადაყვანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს მეტოქეების 35-ე ორთაბრძოლა იყო და მათგან ტოჩინოშინმა მხოლოდ 10 მოიგო.

ეს მარცხი არ აძლევს ტოჩინოშინს საშუალებას ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, რადგან ხუთი გამარჯვება და რვა მარცხი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი რამდენიმე პოზიციას დაკარგავს.

ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ტოჩინოშინს კიდევ ორი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ რანგში დაქვეითების მიუხედავად ლევან გორგაძე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩება.