ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით გამოდის, ჰარუ ბაშოს საგაზაფხულო ტურნირი, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარეობდა, უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

Related Articles

ტურნირის ბოლო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის 18-ე მაეგაშირა კოტონავაკასთან დამარცხდა. ლევან გორგაძისთვის ეს მეცხრე მარცხი იყო ამ ტურნირზე. საბოოლოდ მან ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რადგან მხოლოდ 6 ორთაბრძოლა მოიგო. განახლებულ რეიტინგში გორგაძე რამდენიმე პოზიციას დაკარგავს. დღეისთვის ქართველი სუმოისტი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას წოდებას ატარებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: