საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ უეფა-მ საქართველო-ბელარუსის მატჩის ივნისისთვის გადატანის შესახებ იდეალური გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან საკუთარი ონლაინ-კონფერენციის დროს განაცხადა.

გადაწყვეტილება ევრო-2020-ის და უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალების გადატანის შესახებ 17 მარტს უეფა-ს სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული. ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებულ სხდომაში 55 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

Related Articles

„ფლეი-ოფის მატჩების გადატანის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახალ რეალიებში მატჩები ივნისში უნდა გაიმართოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომდევნო თვეებში მოვლენები კორონავირუსთან მიმართებაში“,- განაცხადა კობიაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თამაშის ჩატარება მაყურებლის გარეშე სიტუაციიდან გამოსავალს არ წარმოადგენს. გულშემატკივრების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფეხბურთელების ჯანმრთელობაც.

ევრო-2020 მომავალ წელს გაიმართება, ერთა ლიგის მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღი კი ჯერ ცნობილი არ არის.