ევროპალიგის მეირე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა და სენსაციურად, 2:1 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ქართული კლუბი ესპანურ გრანადას შეხვდება, მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება.

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თამაშის 54-ე წუთზე გაბაძემ მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძე მოძებნა, რომლის ჩაწოდებულსაც შუნინი ცუდად შეწვდა, პირველი ბურთთან ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიშის გახსნა შეძლო.

76-ე წუთზე შონიას დარტყმული მეკარემ ცუდად მოიგერია და შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა.

84-ე წუთზე „ლოკომოტივი“ აშკარა გოლისგან მამარდაშვილმა იხსნა, რომელმაც უსწრაფერი რეაქცია გამოავლინა ორდეცის თავურზე. 89-ე წუთზე შონიამ მეტოქე საჯარიმოში წააქცია და კომლიჩენკომ პენალტი გაიტანა. „ლოკომოტივმა“ სტუმართა ბოლო იერიშებსაც გაუძლო და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

წარმატებით იასპარეზა თბილისის „დინამომაც“. საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად უელსის „ქონას ქი ნომედსი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი ბურთი შეხვედრის ბოლო წამებზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

„დინამოს“ შემდეგი მეტოქე ფარერების „კლაკსვიკი“ იქნება, „ლოკომოტივი“ კი ესპანეთის „გრანადას“ შეხვდება.