საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ შიხინ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე, სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკასა და ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე.