ჩვენს დედაქალაქში, ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება. საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევაში მოხვდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინა არაბიძე გადაცემაში "თქვენი მოსაზრება“ ჰაერის დაბინძურების მნიშნელობაზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ საუბრობდა.

ნორმასთან შედარებით გადაჭარბებულია თუ არა ჰაერის დაბინძურება დედაქალაქში?

მარინა არაბიძე: პერიოდულად ძალიან აქტუალურია ეს თემა, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად აწარმოებს დაბინძურების მონიტორინგს, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს და გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაზეც შეიძლება დღეს ვიმსჯელოთ.
ჰაერი გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ფასდაუდებელია ჩვენი ყოფისათვის. შესაბამისად საჭიროა გვქონდეს ზუსტი და დროული ინფორმაცია,რისი საშუალებითაც სწორად დავგეგმავთ შესაბამის ღონისძიებებს. ესაა ჩვენი მთავარი მოვალეობა. უკანასკნელ წლებში ჰაერის დაბინძურების თემა ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად იქცა გარემოს დაცვის სააგენტოსთვის, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად და მინდა ვთქვა რომ დღეს წინა წლებთან შედარებით ჰაერის მონიტორინგი მიმდინარეობს ყოველდღიურად. ისე როგორც სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებში. დღეს ჩვენ თბილისში გვაქვს ოთხი ავტომატური სადგური. ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში დამონტაჟდა სადგურები.

რა კრიტერიუმებით ხდება კონკრეტული უბნების შერჩევა, სადაც კვლვა უნდა ჩატარდეს?

მარინა არაბიძე: შერჩევა ხდება მოქალაქეების რაოდენობის და მსუბუქი ავტომობილების მხრივ ინდუსტრიულ ქალაქებში. საჭიროა სადგური იყოს ხელსაყრელ ადგილას. თბილიში სადგურები დამონტაჟებულია წერეთლის და ყაზბეგის გამზირზე, ასევე ვარკეთილიში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო ახალ პროექტზე მუშაობა. ასევე დავიწყეთ ინდიკატორული გაზომვა, რომელიც ძალიან კარგ კვლევას წარმოადგენს დღეს.

ყველაზე რთული მდგომარეობა რომელ უბანზეა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით?

მარინა არაბიძე: ავტომატურ სადგურებზე იზომება უფრო მეტი 8 კომპონენტი და ინდიკატორული გაზომვებით რაოდენობრივად უფრო მცირე კომპონენტების კონტროლი ხდება. წერეთლის გამზირზე ამ მხრივ მოჭარბებულია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.

ამერიკის ხმა წერს: დაბინძურებული ჰაერის მეშვეობით მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება. თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კი ნორმას 300 %- ით აჭარბებს. ამაზე რას გვეტყვით, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

მარინა არაბიძე: ამ კვლევაზე კომენტარის გაკეთება რთულია. მე ვისაუბრებ იმაზე რაც ზუსტად ვიცი. ინდიკატორული გაზომვებით თბილისში ნოემბრის თვეში 23 მისამართის შედეგი მივიღეთ. ყველაზე დაბინძურებულ ადგილად გამოიკვეთა მეტრო სადგური ტექნიკურ უნივერსიტეტის ტერიტორია. საშუალო დაბინძურებაში მოექცა 19 ლოკაცია: ესენია: რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, გოძიაშვილის და თოფურიას ქუჩა, ავლაბრის მოედანი, ტაშკენტის ქუჩა, მარჯანიშვილის მოედანი, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგური ისანი, აგლაძის და არაყიშვილის ქუჩები.
ეს ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზედა გაეცნოთ 24 საათიან მონაცემებს.

ეკოლოგები და დარგის სპეციალისტები ეკოლოგიური დაბინძურების მაღალ დონეს საწვავის ხარისხს უკავშირებენ. როგორც ეკოლოგები განმარტავენ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია, რაც უმეტესწილად ავტომობილების გამონაბოლქვით არის გამოწვეული. რას გვეტყვის ამის შესახებ?

მარინა არაბიძე: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის მეტი წილი, 70% მოდის ავტოტრანსპორტზე. უნდა ითქვას რომ ეს მონიტორინგის კვლევის დროს ჩანს. რაც გამოწვეულია ავტორანსპორტის მხრიდან ჰაერის დაბინძურებაზე. რაც შეეხება ტყვიას მინდა ვთქვა რომ ეს პრობლემა კონტროლდება რეგულარულად და საბედნიეროდ ნაკლებია ტყვიის რაოდენობა ჰაერში.

განაშენიანება ქალაქში, რეკრეაციული ზონები, ტრანსპორტი, მაგრამ ამ ეტაპზე საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემასთან ბრძოლა?

მარინა არაბიძე: აქ საჭიროა ყველას ჩართულობა. საწვავის ხარისხის მხრივ მდომარეობა ყოველწლიურად მკაცრდება. ხედავთ მერიის ძალიან კარგ და სწორ დამოკიდებულებას ამ თვალსაზრისით რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ასევე მნიშვნელოვანია ტექდათვალიერება რომელიც პრობლემასთან ბრძოლას ხელს უწყობს.

მარინა არაბიძე: რაც მეტი გამართული ავტომანქანა იქნება, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი. თითოეული მოქალაქის კეთილგანწყობა აუცილებელია ამ პრობლემასთან საბრძოლველად მეტი პასუხისმგებლობაა საჭროა მათი მხრიდან. ყველას უნდა გვესმოდეს რომ გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებელია ამ პრობელმასთან ბრძოლისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რა რეკომენდაციები აქვს ისეთ ქვეყნებთან სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მონაცემები ფიქსირდება?

მარინა არაბიძე: ევროკავშირთან მიმართებაში, მკაცრად რეგულირდება ეს საკითხი. ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებ დაავადებების შესახებ კომენტარს, რომელიც შესაძლოა ჰაერის დაბინძურებასთან იყოს დაკავშირებული.

გარემოს დაცვის სფეროში, ასოცირების ხელშეკრულება ხელმომწერ სახელმწიფოებს მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს. მათ შორისაა ჰაერის ხარისხიც. ამის შესახებ გვითხარით.

მარინა არაბიძე: ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია და შემიძლია ვთქვა რომ უნდა მოხდეს ქვეყნის დაყოფა. უნდა დაიყოს ქვეყანა დაბინძურებული ზონის მიხედვით. მონიტორინგის გაძლიერება, ინდიკატორული გაზომვები, რომელიც საქართველოს 20 ქალაქში ტარდება გაგრძელდება ხუთ წლის განმავლობაში. გროვდება საწყისი ინფორმაცია რომ შევძლოთ ქვეყნის დაყოფა, რა მონაცემზეც გაკეთდება მართვის გეგმა, იმისათვის რომ სიტუაცია შეიცვალოს უკეთესობისკენ. ევროკავშირი გარდა აღნიშნული პრობლემებისა აკონტროლებს ტოქსიკურ ლითონსაც, რომელიც აქტიურ თემად ითვლება. მინდა აქვე ვთქვა რომ სააგენტო უახლოეს მომავალში გადავა ახლადაშენებულ თანამედროვე ლაბორატორიულ კორპუსში და ასევე ვგვეგმავთ რომ ინდიკატორული გაზომვები, ახალ ლაბორატორიაში დაინერგოს რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ პრობლემის მოგვარებისკენ.

გადაცემის აუდიო ვერსია

სხვა სტატიები თეგით: