ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით, გვაქვს განსხვავებული ცხოვრება, პროფესია, გარემოცვა, თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც გვაერთიანებს - ყველას გვაქვს სურვილები და მიზნები.

ბავშვობაში დაბადების დღის ტორტის ჩაქრობამდე სურვილებს ვუთქვამდით და ყოველთვის გვჯეროდა რომ ეს სურვილი ასრულდებოდა. ნუ გაგიკვირდება, ეს სულაც არ არის ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი, პირიქით ეს რეალობაა. მთავარია იცოდე, როგორ ჩაიფიქრო სწორად სურვილი.

ადამიანები ცხოვრობენ იმისთვის რომ სურვილები აიხდინონ და თუ ეს ასე არ ხდება, ისინი განიცდიან იმედგაცრუებას და ეს საკმაოდ დამთრგუნველია.

როგორი სურვილები არსებობს და რა არის ის რაც ყველაზე ძალიან გვინდა?

სურვილები რამდენიმე კატეგორიად იყოფა :

ვინ მინდა რომ ,,ვიყო“.

რა მინდა რომ ,,მქონდეს“.

ვინ მინდა რომ ,,მყავდეს“.

რა მსურს რომ ,,მოხდეს“.

ნებისმიერ აზრს, რომელსაც გავიფიქრებთ, არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ის თუ ნეგატიური, გააჩნია ენერგია. რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე გონების ნამუშევარია. თეორია დაახლოებით ასე იშიფრება - შენ იზიდავ იმას, რაზეც უფრო ხშირად ფიქრობ. სამყარო იღებს იმ იმპულსებს, რომელსაც მეტი ენერგია აქვს და არ ანსხვავებს კარგსა და ცუდ აზრებს, ამიტომ კარგად დაფიქრდი რაზე ოცნებობ.

სურვილების ახდენის ტექნოლოგიას თავისი წესები და ეტაპები აქვს.

გამოკვეთე სურვილი, ჩამოაყალიბე პრიორიტეტები (ფროიდისეული მოსაზრებით, ადამიანებმა არ იციან თავიანთი სურვილების შესახებ).

ჩაუთქვი სურვილი (მოკლე წინადადები ბევრჯერ გაიმეორე. მაგალითად, მე აცილებლად მეყოლება კარგი მანქანა და ა.შ.).

ვიზუალიზაციის ეტაპი (აუცილებელია წარმოიდგინო, რომ სურვილი უკვე ახდა).

მიზანმიღწეულის პოზიცია (პოზიცია, როდესაც უკვე სურვილასრულებულ მდგომარეობაში ხარ).

სურვილიდან განდგომა (ნუ აიკვიატებ სურვილს, პირიქით, ის გაუშვი სამყაროში).

ჩვენ ყველა ერთი ძალის ზემოქმედების ქვეშ ვცხოვრობთ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ კონტინენტზე დაიბადე, რომელ ქვეყანაში გაიზარდე ან რომელ ქალაქში ცხოვრობ. ჩვენ ყველა ბუნების საერთო კანონს ვიყენებთ, ერთი ძალა გვამოძრავებს და ეს მიზიდულობის ძალაა. ჩვენს სურვილებსაც მიზიდულობის კანონით ვიზიდავთ. კარგად იცი, რომ შეუძლებელი არაფერია.

როგორ გავზარდოთ სურვილების ახდენის ალბათობა? სურვილების ახდენის ალბათობა შენი ქმედებით უნდა გაზარდო.

იყავი კმაყოფილი, გაუშვი სამყაროში რაც შეიძლება მეტი დადებითი განწყობა და სასურველი სურვილი.

გაუღიმე ახლობელ ადამიანებს, უსურვე მათ სურვილების ახდენა.

იყავი თავდაჯერებული, მოტივირებული და გაბედული.

ჩაიფიქრე ის სურვილიც კი, რომლის ახდენის ნაკლებად გჯერა.

ნურასოდეს იტყვი რომ უიღბლო ხარ! მაშინაც კი, როცა საამისო მიზეზი გაქვს!

იყავი მადლიერი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ!

როდესაც რაიმე გულით და სულით გსურს, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის ახდენაში.

ალბათ გონებაში შენი სანუკვარი ოცნება უკვე მკაფიოდ წარმოისახე, და თუ ეს ასეა, ის აუცილებლად აგიხდება!

გისურვებ სურვილების ახდენას!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: