20-21 აპრილს, თბილისში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამჭიდში მედიის ღია სპორტული ფესტივალი ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია მედიის წარმომადგენლების ჩართულობა აქტიურ სპორტში და მრავალფეროვანი, სახალისო სპორტული შეჯიბრებების დანერგვა.

მედიის წარმომადგენლები ძალებს შემდეგ სახეობებში მოსინჯავენ: ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ნარდი.

ტურნირის განრიგი კი ასეთია:

20 აპრილი: ბოულინგი (Ballroom, Galleria Tbilisi). დასაწყისი: 13:00.

21 აპრილი: ნარდი და მაგიდის ჩოგბურთი (არენა 1, უნივერსიტეტის ქუჩა N 2). დასაწყისი: 12:00.

გუნდის შემადგენლობაში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ - 10 ადამიანი (4 - მაგიდის ჩოგბურთში, 4 - ბოულინგში, 2 - ნარდში).

გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", თბილისის მერია და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. ტურნირისთვის სპეციალური პრიზები დაამზადა მოქანდაკე ირაკლი წულაძემ.