1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi პირველად მასპინძლობს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ "აწარმოე საქართველოში" და კულტურის სამინისტროს, მხარდაჭერით იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭრით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ოთხმოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ესწრება.

ტრადიციულად თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან ჩამოვიდნენ მოდის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები. კვირეულის ერთ-ერთი მთავარი პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია.
მოდის კვირეულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ედი მულონი იქნება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის, მალავის მკვიდრი, რომელმაც წლების წინ ნიუ-იორკში მსოფლიოში პირველი მოდის ჯიპიესი (GPS) შექმნა, მარკეტინგული პლატფორმა და დატა ანალიტიქსი, რომელიც ეხმარება მოდის და პარფიუმერიის სამყაროს წარმომადგენლებს წინასწარ გათვალონ და მუდამ მეთვალყურეობაში ჰქონდეთ მათივე ბრენდების მიმართ მოთხოვნები და არასდროს გამორჩეთ მომხმარებლების ნებისმიერი გამოძახილი.

2019 წლების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 40-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: