ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში მიუზიკლის Welcome To Georgia - The Musical პრემიერა გაიმართა. მიუზიკლის ფორმატი ინგლისურ ენაზეა, რომელიც სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის რეგულარულად ჩატარდება და უცხოელ ვიზიტორებს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება.

პროექტის მიზნია, სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: