ბადრიჯნით მომზადებული ვეგანური ბურგერი, ავოკადოს კრემითა და მცენარეული მაიონეზით, ნოყიერი, მაგრამ, ამავდროულად, საკმაოდ დაბალკალორიულ სიამოვნებაა. რა უცნაურია არა?

ბადრიჯნისგან მომზადებული ბურგერები შეგიძლიათ დაბალკალორიული დიეტის დროსაც მიირთვათ. ბურგერის თითოეული ინგრედიენტი ჯამში 1 200 – 1 500 კკალ.-ს შეიცავს. თითოეული ინგრედიენტი უზრუნველყოფს 433 კკალ.-ს, 9 გრ. ცილას, 64 გრ. ნახშირწლებს (რომელთაგან 17 გრ. შაქარია), 14 გრ. ცხიმს (რომელთაგან 3.5 გრ. ნაჯერია), 11 გრ. ბოჭკოს და 0.7 გრ. მარილს.

დაბალკალორიული ვეგანური ბურგერი დაგაინტერესებს იმ თვალსაზრისითაც, რომ მის მომზადებას არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა. მარტივი, გემრიელი და სასარგებლო მცენარეული ბურგერი სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია მოამზადო ისე, რომ ზაფხულის სიცხეში ქურასთან დიდი დროის გატარება არ მოგიწიოს.

მომზადების დრო

30 წთ.

ინგრედიენტები

  • 4 ც. ჰამბურგერის პური.
  • 1 ც. დიდი ზომის ბადრიჯანი.
  • 1 ც. წითელი ხახვი.
  • 1 ც. პომიდორი.
  • 1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა.
  • 1 ც. ყვითელი ( ან მწვანე) ბულგარული წიწაკა.
  • 25 გრ. სალათის ფოთოლი (როკეტი)
  • ½ ჩ/კ ძირა.
  • ½ ჩ/კ ქინძი.
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.
  • 1 ½ წითელი ღვინის ძმარი.
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით.
  • მარილი გემოვნებით.

ავოკადოს კრემისთვის

  • 1 პატარა ზომის ავოკადო;
  • 2 ჩ/კ ლაიმის წვენი;
  • 1 პატარა ნივრის კბილი;
  • ზღვის მარილის ფანტელები;
  • შავი წიწაკა.

მომზადების წესი

ავოკადოს მუსის მოსამზადებლად თითოეული ინგრედინეტი (ავოკადო, ლაიმის წვენი, ნიორი, ზღვის მარილი და შავი წიწაკა) მოათავსე ჯამში. ავოკადო და ნიორი დაჭყლიტე, სანამ პიურეს მსგავსი მასა არ გამოგივა.

ტაფაზე გააცხელე ზეთი, ბადრიჯანი დაჭერი 2 სმ. ზომის ნაჭრებად და შებრაწე. ამის შემდეგ გაცხელებულ ტაფაზე დაყარე წვრილად დაჭრილი ბულგარული და ხახვი; დააყოვნე 8-10 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტენული არ დარბილდება, შემდეგ მოასხი ძმარი, მოაყარე მარილი, ძირა და ხმელი ქინძი.

გაყავი პური შუაზე, მოაყარე სალათის ფოთოლი (როკეტი), შემდეგ დაადე პომიდვრის ნაჭერი (2 სმ. სისქის), მოაყარე წინასწარ ტაფაზე მომზადებული ნაზავი და ზემოდან დაადე ბადრიჯანი. ბადრიჯანს ზემოდან კოვზით წაუსვი ავოკადოს კრემი, მოაყარე ისევ ქინძი, ძირა, მარილი და ხმელი წიწაკა.

მიირთვი გამაგრილებელ, გაზირებულ სასმელთან ერთად.