სიმორცხვე, სიჯიუტე, სულელური სიამაყე და გადაჭარბებული თავგანწირვა იგივე მავნე ჩვევებია, როგორც მოწევა და ალკოჰოლიზმი. დროულად დაემშვიდობე მათ!

დაამარცხე შენში კრიტიკოსი

პირველი ნაბიჯი ცუდი ჩვევების მოსაშორებლად ძალიან მარტივია: აპატიე საკუთარ თავს არასრულყოფილება. ხშირად შენში მყოფ კრიტიკოსს უფლებას აძლევ იბუზღუნოს და თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს.

ჩამოწერე ფურცელზე ყველაფერი ის, რაშიც თავს არასრულყოფილად გრძნობ. მაგალითად: სიხარბე, ეჭვიანობა, ლამაზი მანერების არქონა... ახლა კი შეეცადე მოისმინო კრიტიკის ხმა შენში. ის გეუბნება რომ არ ხარ ლამაზი, წონაში ძალიან მოიმატე და სხვა. თუნდაც მთელი დღე დაგჭირდეს ამისთვის, დაწერე ყველაფერი ის რაც გაწუხებს, იმისთვის რომ დაისახო გეგმა მათ მოსაშორებლად.

მოემზადე ახალი ნაბიჯებისთვის.

გახსოვდეს, შენი მავნე ჩვევა არ არის შენზე ძლიერი და რომ მას აუცილებლად, რაც შეიძლება მალე მოიშორებ. ორიოდე რთული დღე - და ის გაქრება. შედეგად დაიწყება საკუთარი თავის სიყვარული და შეცნობის პირველი და სასიამოვნო ეტაპი.

დააჯილდოვე საკუთარი თავი

ყოველ ორ კვირაში გაუკეთე საკუთარ თავს საჩუქარი. ყოველი ახალი მიღწევა სასიამოვნოდ აღნიშნე. ამით შენ საკუთარ თავს დაეხმარები მოტივაციის გაზრდაში.

შეამცირე იმ ადამიანების სია, რომლებიც ხელს გიშლიან!

იმისთვის რომ მავნე ჩვევებისგან მარტივად გათავისუფლდე, მოიშორე ის ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან მიზნის მიღწევაში. მაგალითად, მათგან გრძნობ შურს, გეუბნებიან რომ ვერ შეძლებ, წუწუნებენ, უბრალოდ ცუდ განწყობაზე გაყენებენ და ამას მათი წასვლის შემდეგაც გრძნობ.

ასეთი ადამიანები ხელს გიშლიან ახალი მიზნებისკენ სწრაფვაში, დროულად მოიშორე ისინი!

ესაუბრე მათ ვინც გიყვარს, თუნდაც თავს უხერხულად გრძნობდე

შენს ახლობლებში მოიძებნება რამდენიმე ადამიანი იმისთვის, რომ დადებითი გავლენით დაგეხმაროს ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებაში. მაგალითად, შენ გსურს თავი დაანებო მოწევას, ის კი ცდილობს რეაგირება მოახდინოს და გეუბნება- მშვენიერია, რით შემიძლია შენი დახმარება? ასეთ დროს შენ უფრო მეტად მონდომებული ხდები. ჩნდება განცდა რომ მისი იმედი უნდა გქონდეს, რომ ის, რაც მიზნად დაისახე, უნდა შეასრულო, რადგან მას სჯერა, რომ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდები, ეს კი მოტივაციას გმატებს.

ნუ დაითრგუნავ თავს!

ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ხშირად ვდარდობთ ჩვენს საქციელზე, და თუ შენც სხვებივით განიცდი, მომავალშიც მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია გარდაუვალია და შეეგუე მას.

ისწავლე საკუთარ თავზე მუშაობა და შეწყვიტე ტრაგედიები. ცხოვრება დროებითია, ცხოვრება მშვენიერია!