ალბათ ყველამ იცის, რომ მოცვი უაღრესად სასარგებლო მცენარეა. დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა და ფლავონოიდები მოცვში შესაძლებლობას იძლევა, რომ მცენარე მხედველობის გაუმჯობესებისთვის გამოვიყენოთ. კენკრაში ასევე დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რაც უჯრედის დონეზე მოქმედებს კიბოს უჯრედებზე და მას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე, მოცვი კიბოს დაავადებების განვითარების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

გთავაზობთ უგემრიელესი მოცვის მაფინების რეცეპტს. მოამზადეთ ეს სასარგებლო დესერტი სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები:

მოცვი - 150 გრამი

ფქვილი - 300 გრამი

შაქარი - 130 გრამი

ნაღების კარაქი - 75 გრამი

გამაფხვიერებელი - 1 ს.კ.

კვერცხი - 1 ცალი

რძე - 220 გრამი

მარილი - ½ ჩ.კ.

ზეთი ან კარაქი ფორმების წასასმელად

მომზადების წესი:

ერთ ჯამში აურიეთ ერთმანეთში „მშრალი“ ინგრედიენტები, მეორეში კი ათქვეფილი კვერცხი, რძე და დამდნარი კარაქი. მეორე ჯამის შიგთავსი დააბლენდერეთ და ამ მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილი.

ცომში დაამატეთ მოცვი და აურიეთ. მაფინების ფორმებს წაუსვით ზეთი ან კარაქი, შეავსეთ 2/3-ით და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთის მანძილზე.

გემრიელად მიირთვი!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: