2018 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე მსხვილმა ჩინურმა ინტერნეტ-კომპანიებმა იანვარ-მაისში შემოსავლის ორნიშნა ზრდა დააფიქსირეს. ამას დაერთო ონლაინ-თამაშების აპლიკაციათა ბაზრის და სტრიმინგის სტაბილური გაფართოება.

ინტერნეტისა და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე ჩინური კომპანიები, რომელთა შემოსავალი გასული წლის მონაცემებით 3 მილიონ იუანს აღემატებოდა, 2018 წლის იანვარ-მაისში 332,5 მილიარდი იუანის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 23,9%-ით აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას, სააგენტო სინხუა მრეწველობისა და ინფორმატიზაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემოსავლების უმსხვილეს წყაროს საინფორმაციო მომსახურება წარმოადგენდა (300,4 მილიარდი იუანი), რომლის წილმა საერთო მოცულობის 90,3% შეადგინა. აღნიშნული თანხის მესამედზე მეტი ელექტრონულ კომერციაზე მოდის.

ლიდერების სამეულში გუანდუნის პროვინცია, შანხაი და პეკინი მოხვდნენ, სადაც ინტერნეტ-ბიზნესისგან მიღებული შემოსავალი, შარშანდელთან შედარებით, შესაბამისად 32,9, 19,9 და 34,2 პროცენტით გაიზარდა.

მაისის ბოლოსთვის მობილური აპლიკაციების რაოდენობამ ჩინეთში 4,15 მილიონი შეადგინა. ბაზრის უმსხვილესი წილი სათამაშო აპლიკაციებს უკავია, შემდეგ მოდის საყოფაცხოვრებო მომსახურებასთან დაკავშირებული აპლიკაციები და ვიდეოსა და მუსიკის სტრიმინგი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: