ბევრ თქვენგანს ზაფხული პომიდორის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მარტივი, სასარგებლო პროდუქტი ნამდვილად იმსახურებს შენს კეთილგანწყობას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პომიდორს ყოველდღიურად მოიხმარს, ნაკლებად იცის მისი წვენის სასარგებლო თვისებების შესახებ.

ნატურალური უმი საკვების და ხილ-ბოსტნეულის წვენების მიღება ენერგიის, სიცოცხლიუნარიანობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარება. მათი სახით მიღებული საკვები ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება და არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უარყოფითი შეგრძნებებიც კი გამოიწვიოს, რაც ნეგატიურ ზემოქმედებად არ უნდა ჩათვალო.

პირიქით, ასეთ დროს შეგიძლია დარწმუნდე იმაში, რომ ორგანიზმის გაწმენდისა და აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

უნდა გახსოვდეს რომ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინები და წიდები მარტივად არ გამოიდევნება და ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება.

პომიდვრის წვენი შეიცავს ბოჭკოს, პექტინს, ბეტა-კაროტინს, ვიტამინების ჯგუფს (B1, B2, B5, B6, B9, C, K, H და PP), ასევე მრავალ მინერალს - კალიუმს, კალციუმს, გოგირდს, იოდს და სხვას. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, ეხმარება მას მარტივად გაუმკლავდეს სტრესს და ნერვულ აშლილობებს.

ამჯერად შენს ყურადღებას პომიდორის და მისი წვენის სარგებლობის შესახებ შევაჩერებ.
პომიდორის წვენი

პომიდორის წვენი უმეტესად კონცენტრირებული სახით იხმარება. ახალ, მოუხარშავ პომიდორის წვენს ძირითადად ტუტე რეაქცია გააჩნია, თუ მას, რა თქმა უნდა, თან არ ახლავს კონცენტრირებული სახამებელი და შაქარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გარკვეულწილად მჟავე იქნება.

პომიდორი ლიმონისა და ვაშლის მჟავების საკმაოდ მაღარ პროცენტს შეიცავს, აგრეთვე- მჟაუნას გარკვეულ რაოდენობასაც.

ყველა ეს მჟავა სასარგებლო და აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღება ორგანული სახით. არაორგანულობა უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო და მისი უარყოფითი ზემოქმედება დროთა განმავლობაში ვლინდება.

ცნობილია მისი დადებითი თვისებების, კერძოდ ლიკოპენისა და კაროტილოიდების შესახებ, რომლებიც ორგანიზმში სიმსივნის გაჩენას აფერხებენ.

მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები დადებითად მოქმედებს სახის კანზე, ამცირებს ნაოჭების გაჩენის რისკს და გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე.

პომიდორში შემავალი სეროტონინი კი საუკეთესოდ მოქმედებს გუნება განწყობილებაზე.

ახალი, მოუხარშავი პომიდორის წვენი მდიდარია ნატრიუმით, კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით.

რა შემთხვევაში არ უნდა მიიღო პომიდორი!

პომიდორის მიღებას უნდა მოერიდონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ალერგიული რეაქციები, თირკმლისა და საშარდე ბუშტის პრობლემები, ასევე ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.