ადამიანის არა მხოლოდ ნაწლავები, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დასახლებულია მიკროორგანიზმთა მრავალი სახეობით, რომლებიც ჩვეულ მიკროფლორას ქმნიან. მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება ისეთ დინამიკურ ფაქტორთა გავლენით, როგორიცაა ასაკი, კვების რეჟიმი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობები, კულტურის დონე და ჰიგიენური ჩვევები.
გამომწვევი მიზეზები:

ყველაზე ხშირად დისბაქტერიოზი კვებითი დარღვევების დროს და დაბინძურებული წყლის მიღების შედეგად იჩენს ხოლმე თავს. მისი განვითარება ასევე უკავშირდება მედიკამენტების (ანტიბიოტიკების) გამოყენებას. ის შესაძლოა განვითარდეს იმუნოლოგიური დარღვევების დროს, კლიმატური პირობების და რადიაციის შედეგად.

დაავადების სიმპტომები:

ნაწლავთა დისბაქტერიოზი მრავალფეროვანი სიმპტომებით ხასიათდება. ეს შესაძლოა იყოს მუცლის ტკივილი, ძლიერი ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი და ა.შ. დაავადების დროს, როგორც წესი, მადა არ ირღვევა ან მცირედაა ხოლმე გამოხატული.
დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია, რაც ნაწლავური ინფექციების წყარო ხდება.
როგორ გავთავისუფლდეთ დისბაქტერიოზისგან მცენარეული საშუალებით?
2 კვირის განმავლობაში დილით, უზმოზე შეჭამეთ ნივრის 1 კბილი საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე და 1 კბილი საღამოს- ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.
განკურნების ნიშანი იქნება საჭმლის მიღების შემდეგ მუცლის შებერილობის გაქრობა. კუჭ-ნაწლავში დუღილის პროცესი შეწყდება.
გაითვალისწინეთ!
ნიორის უზმოზე მიღება დაუშვებელია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკური პრობლემა აქვს. მაგალითად, მწვავე ან ქორნიკული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული და ა.შ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: