ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ნიორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარის სტატუსს არავის უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში ქიმიურმა საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხალხური საშუალებებით მკურნალობა.

იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია ორგანიზმის ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში ნიორი, რამდენიმე პროდუქტთან ერთად (ხახვი, ლიმონი, კაკალი, თაფლი), ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ საშუალებად ითვლება.

მაშინ როდესაც პანდემიამ ასეთ მასშტაბებს მიაღწია, ნიორი უფრო ხშირად და რეგულარულად უნდა მიიღო. ასეთი მეთოდით შენ თავიდან აიცილებ სხვადასხვა სახის პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია ვირუსებთან და ბაქტერიებთან, ამავდროულად გააძლიერებ ორგანიზმს და ხელს შეუწყობ იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.

რატომ უნდა მიიღო ნიორი
ნიორი გეხმარება სეზონური ვირუსებისგან თავის დაცვაში. ის ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, გრიპის, გაციებისა და ვირუსული ინფექციების დროს.
მიუხედავად მისი უსიამოვნო სუნისა, ძალზე სასარგებლოა მისი გამოყენება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური რეაქციების სამკურნალოდ.
ნიორში ეთეროვანი ზეთების არსებობა იმდენად ქმედითია, რომ ისინი ხელს უწყობენ ფილტვებისა და ბრონქების გასუფთავებას მასში დაგროვილი ლორწოსგან, ასევე აძლიერებენ ფორების მეშვეობით შხამების გამოყოფას ორგანიზმიდან.

ნიორი ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას გამართულად მუშაობაში, ამცირებს არითმიის რისკს, ამავდროულად მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება.
ნიორი წინააღმდეგობას უწევს და ანადგურებს კუჭ-ნაწლავში პარაზიტებსა და დეზინტერიის გამომწვევ ბაქტერიებს. ამ დროს საჭმელი უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი, არ უნდა ხდებოდეს წიდებისა და სხვა ნარჩენების გაჩერება ორგანიზმში, რისი მიღწევაც შესაძლებელია დიდი რაოდენობის უმი ბოსტნეულის მიღებით.
ნიორი კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მცენარეული საშუალებაა. ალიცინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს სისხლში თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დნმ–ის დაზიანება და კიბოს დაავადების პროვოცირება შეუძლია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ნიორი არა მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკას უწყობს ხელს, არამედ სიმსივნის ზრდასაც აფერხებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: