ლიმონი, როგორც საოცარი თვისებების მქონე ხილი, მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მის სასარგებლო თვისებებს საუკუნეების განმავლობაში ეცნობოდნენ და იყენებდნენ.

უკვე მრავალი წელია ეს არომატული ციტრუსი სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტების მთავარი კომპონენტია.

ლიმონი ვიტამინების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ წყაროს წარმოადგენს. ის ზამთრის სეზონის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტია.
პირველ რიგში, ის ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში, რათა თავიდან აიცილოთ როგორც გაციება და გრიპი, ისე სხვა, რთულად და ფარულად მიმდინარე დაავადებები ორგანიზმში.

მასში შემავალი ვიტამინების მთელი კომპლექსი საუკეთესო საშუალებაა სხეულის გასაახალგაზრდავებლად, ორგანოების გასაწმენდად და გასაჯანსაღებლად.

ცოტამ თუ იცის, რომ ის შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება და ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლება სურს.

ლიმონიანი წყალი ორგანიზმს ეხმარება გაჯანსაღდეს, ბუნებრივად გაიწმინდოს სისხლი და ამავდროულად დაიკლოს ზედმეტი მასა.

თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა არ გაწუხებთ, მარტივად შეგიძლიათ მიმართოთ გახდომის ერთ-ერთ ყველა ბუნებრივ და საუკეთესო საშუალებას.

ლიმონი. დიეტა

.

ახლა კი უშუალოდ დიეტის შესახებ

ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ ლიმონიანი წყალი ცოტაოდენ თაფლთან ერთად (რაოდენობა 1 ჭიქა წყალი, 1ს/კ ლიმონის წვენი და 1ჩ/კ თაფლი. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ მეტი ლიმონის წვენი განაზაოთ წყალში და შესაბამისად თაფლის რაოდენობაც გაზარდოთ, ან პირიქით) რაც უფრო ხანგრძლივად მიიღებთ მას, მით უფრო მარტივად მიაღწევთ სასურველ წონას.

გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ ამ დროს რაციონიდან უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლების რაოდენობა. შეძლებისდაგვარად ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეამცირეთ ისეთი სახის საკვები, როგორიცაა: პურ- ფუნთუშეული (ცომეული), შაქარი, გაზიანი სასმელები, შოკოლადი და ა.შ. მათი გარკვეული რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის საჭიროა, ამიტომ მათზე უარის თქმა არ არის სასურველი.

შეეცადეთ, გონივრულად დაგეგმოთ კვების რეჟიმი და პარალელურად ყოველ დილით მიირთვათ ლიმონიანი წყალი თაფლთან ერთად. შედეგის მიხედვით დარწმუნდებით, რომ ლიმონიანი წყალი მართლაც ჯადოსნური სითხეა, ის კლავს შიმშილის გრძნობას და აგარიდებთ სიმძიმის შეგრძნებას. სწორედ ამ თვისებების წყალობით, მარტივად შეძლებთ კვების რეჟიმიც მოარგოთ თქვენი ცხოვრების წესს, რადგან ორგანიზმი ძველებურად აღარ შეგაწუხებთ საჭმელზე მოთხოვნილებით და შედეგსაც მარტივად მიაღწევთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: