ხველა, როგორც წესი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან არის დაკავშირებული. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ნახველით, უცხო სხეულით, ანთებითი პროცესის დროს და ა.შ.
ხველა სასუნთქი გზების დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია და გვხვდება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა პლევრიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი და სხვა.
იშვიათ შემთხვევებში ის შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის ხველის ცენტრის აგზნებამ (ე.წ ნერვული ხველა შიშისა და სხვათა დროს).
ხველა თუ გაწუხებთ, გამოიყენეთ ერთი ეფექტური საშუალება, რასაც ხალხური მედიცინა გვთავაზობს და რაც მრავალი თაობის მიერაა გამოცდილი.
მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ ერთი ცალი ლიმონი. იგი დარბილდება და მეტ წვენს გაუშვებს. ლიმონი შუაზე გაჭერით და გამოწურეთ საწურით. წვენი ჭიქაში ჩაასხით, დააუმატეთ 2 ს/კ გლიცერინი, კარგად აურიეთ და შემდეგ ჭიქა პირამდე შეავსეთ თაფლით. ლიმონის მაგივრად შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გამოიყენოთ.
მიღების წესი:

ხველების საწინააღმდეგო ნარევის მიღების დოზა განისაზღვრება მდგომარეობის მიხედვით. თუ იშვიათი ხველა გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დალიოთ დღეში 2-ჯერ, 1 ჩ/კ საღამოს და ერთიც ღამით.
თუ ძლიერად გახველებთ, შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჩ/კ, 5-ჯერ დღეში. დილით უზმოზე, სადილობამდე, ასევე სადილის შემდეგ, საღამოს და ძილის წინ. ხველების შესუსტებასთან ერთად, შეამცირეთ მიღების რაოდენობა.
ეს ხველის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას არაერთი უპირატესობა აქვს: არ იწვევს კუჭის აშლილობას, რაც ბევრ სხვა საშუალებას ახასიათებს. იგი შეიძლება როგორც მოზრდილებისთვის ისე ბავშვებისთვისაც. შედეგიანია იმ შემთხვევაში, როცა სხვა წამალი არ შველის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: