მრავალი დაავადება აწუხებს ადამიანს ცხიმების, ტკბილეულის და ხორცის ჭარბი და არასწორი რაოდენობით მიღების გამო. თითქმის ყველა დაავადება და მათი გამომწვევი მიზეზი წლების განმავლობაში ორგანიზმში სხვადასხვაგვარი შხამების, ტოქსინების, წიდების დაგროვებითაა გამოწვეული.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს, მაშინ როდესაც ორგანიზმი სუსტდება და იმუნური სისტემა იფიტება. ასეთ დროს უდიდესი როლი ეკისრება ჯანმრთელ კვებას, რაც მოიცავს ხორცისა და მწვანე ბოსტნეულის კომბინაციას, ხილს და ხილის წვენებს.
მწვანე ბოსტნეული და მისი სარგებელი ადამიანისათვის
ახლა კი უშუალოდ იმ ბოსტნეულის შესახებ, რომელსაც უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ანუ ე.წ მწვანე ბოსტნეული. ის ენერგიის წყაროდაა მიჩნეული. ქლოროფილის წყალობით მწვანე ბოსტნეული პირველ რიგში კვებავს სისხლს და ორგანიზმს შლაკებისა და წიდებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

ქლოროფილი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მისი რეგულარული მოხმარების შემდეგ მაღლა იწევს გემოგლობინი, რაც თავისთავად ორგანიზმს ამარაგებს ჟანგბადით, უმჯობესდება გულის მუშაობა, მატულობს ენერგია, რეგულირდება წნევა, ბალანსდება შაქრის ოდენობა ორგანიზმში. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შედეგებისა რომელიც გვარდება მწვანე ბოსტნეულის რეგულარული მოხმარებით.

კვლევების შედეგად დადგინდა რომ მწვანე ბოსტნეულის გამოყენება ამცირებს ორგანიზმში რადიაციის დონეს, მას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს რადიაციული ზიანი ადამიანში.

როგორ მოვამზადოთ მწვანე ბოსტნეულის სალათი, მაგალითისთვის:

მოსამზადებლად საჭიროა:

სალათის ფოთოლი- 1 კონა
მწვანე ხახვი- 1 კონა
კიტრი- 2ც
ოხრახუში- 1 კონა
ზეთის ხილი (უკურკო)- 8-10ც
ლიმონის წვენი გემოვნებით
შავი პილპილი
მარილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
დაჭერით სალათის ფოთოლი, მწვანე ხახვი, კიტრი, ოხრახუში მოზრდილ ნაჭრებად, დაუმატეთ ზეთის ხილი, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შავი პილპილი და მარილი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნის ზეთი. აღნიშნული სალათი საუკეთესოა გარნირია შემწვარ ხორცთან, თევზთან და ა.შ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: