ზაფხული არის დრო, როცა ყველა ფიქრობს ნამზეურზე და ცდილობს მზისგან დამცავი საშუალება სწორად შეარჩიოს.

2019 წლის მაისში, FDA-მ (სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია), რომელიც აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება, მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ შეისწავლა მზისგან დამცავი საშალებების ყველაზე გავრცელებული SPF ფილტრების თვისებები.

FDA-ს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ UV-ს რამდენიმე პოპულარულმა ფილტრმა, რომელიც შექმნილია მზისგან კანისგან დასაცავად, გადალახა დაწესებული ბარიერი.

მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენო, რადგან მზის სხივსა და კანის კიბოს შორის ურთიერთობა დადასტურებული და კარგად შესწავლილი ფაქტია.

გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივი მიიჩნევა კანის ნაადრევი დაბერების მიზეზად, რადგან ის აღწევს კანის უჯრედებში, ბოჭკოვან ქსოვილში და სისხლძარღვებში. ეს გამოიხატება დეგენერაციული ცვლილებებით, რაც, საბოლოოდ, ნაოჭების გაჩენას იწვევს.

ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ საშუალებებად მელანინი და ანტიოქსიდანტები ითვლება, რომლებიც კანზე ცხიმის საშუალებით გამოიყოფა. შესაბამისად უკეთაა დაცული იმ ადამიანის კანი, ვისაც კარგად აქვს განვითარებული კანქვეშა ცხიმოვანი შრე.

იმ შემთხვევაში, თუ კანი არასწორად ან ცუდად გამოიმუშავებს მელანინს, მისი ძირითადი დამცველი საშუალება ანტიოქსიდანტები ხდება. ასეთი ტიპის კანისთვის კი, რეკომენდებულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მზისგან დამცავმა საშუალებებმა?

მზის დამცავმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ საჭიროა მათ შეძენამდე სიფრთხილე გამოიჩინო.

ზოგიერთ კოსმეტიკურ ნაწარმზე აღნიშნულია, რომ ის წყალში არ იხსნება, შესაბამისად მისი გამოყენება ყოველდღიურად მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის კანზე ქმნის კოსმეტიკურ აპკს, რაც კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ზღვაზე გარუჯვის მსურველთათვის.

ასევე, ყურადღება უნდა მიაქციო იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთა ინსტრუქციაშიც წაიკითხავ, რომ მათ დერმატოლოგიური ტესტირება გავლილი აქვს და ასევე ნაკლებადალერგიულია.

მანამ, სანამ მზისგან დამცავი საშუალებების შეძენას გადაწყვეტ, საჭიროა, შემდეგი სახის წესები დაიცვა:

არ უნდა შედიოდეს ზედმეტად კანთან რეაქციაში და ასევე პირიქით, არ უნდა ირეკლავდეს მზის სხივებს.

უნდა იყოს მყარი კონკრეტულად წყლის, სინათლის და ტემპერატურის შესაბამისად.

არ უნდა ახშობდეს ფორებს. ასევე, მისი წასმა კანზე მარტივად უნდა ხდებოდეს, შესაბამისად ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სტრუქტურას.

ინსტრუქციაში გარკვევით უნდა იკითხებოდეს მისი ტოქსიკურ-ალერგიული თვისებების შესახებ.

გაითვალისწინე:

მზისგან დამცავი საშალებების სპექტრი უნდა იყოს ფართო და მასზე უნდა იყოს აღნიშნული UVB, UVA, SPF დაცვის ფაქტორი. SPF დაცვის ფაქტორი ინდივიდუალურია და მისი შერჩევა თქვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს. ასევე მითითებული უნდა იყო სიტყვა Waterproof (წყალში უხსნადი).

უმჯობესია, მზისგან დამცავი საშუალება სპეციალისტის რეკომენდაციით, შესაბამის დაწესებულებაში შეიძინო, რათა თავიდან აიცილო სხვადასხვა სახის პრობლემები.