ჩინური დელეგაცია ქალაქ სიანიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ქალაქ სიანის ვიცე-მერი, ჩინეთის შანსის პროვინციის კომერციის ბიუროს ვიცე პრეზიდენტი, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და დელეგაციის სხვა წევრები.

.

.

მიხეილ ტარახჩევი და ჯამლეტ ხუხაშვილი

მიხეილ ტარახჩევი და ჯამლეტ ხუხაშვილი

შეხვედრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ ისაუბრა ორი ქვეყნის ინტერესებზე ელექტრონული კომერციის გააქტიურების მიმართულებით.

„ჩვენ ჩინეთთან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს რკინიგზა „ერთი გზა ერთი სარტყელის“ პროექტში აქტიურად ჩაერთო. ჩვენი დიდი სურვილია გავზარდოთ ეს მიმართულება. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან მნიშნელოვანია. თავის მხრივ, ჩინეთისთვისაც ძალიან საინტერესოა საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი ადგილმდებარეობაა. საქართველო განახლებად ენერგიაზეა ორიენტირებული. დიდი აქტიურობით გამოვირჩევით საერთაშორისო პარნტიორებთან, მყარად ვართ წარმოდგენილი ენერგოუსაფრთხოების კუთხით, გვაქვს მაღალი ხარისხის ინტერნეტთან წვდომა. აქტიურები ვართ ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც, ვპოზიციონირებთ, როგორც რეგიონალური ჰაბი.

შესაბამისად, ექსპორტის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყანა მოესალმება. მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ამ ფორმების გაზრდაში. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩინური მხარე ასევე დაინტერესდება თანამშრომლობით საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოსთან, რაც ვფიქრობ მეტად გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

.

.

.

.

ქალაქ სიანის ვიცე მერმა, კაო კაომ შეხვედრისას სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანია სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობა შუა აზიის და სხვა ქვეყნების მიმართულებით და საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით სარგებლობა. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობას ჩინეთში ღვინის იმპორტთან და ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებით. საერთო თანხა დაახლოებით 2 მილიონი დოლარია, რაც ვფიქრობთ კარგი დასაწყისია. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია განვახორციელოთ პირდაპირი ელექტრონული ვაჭრობა სიანსა და საქართველოს შორის. ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებითაც“, - განაცხადა ქალაქ სიანის ვიცე-მერმა.

ქალაქ სიანის დელეგაცია საქართველოს შემდეგ ვიზიტს აზერბაიჯანში განაგრძობს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: