"ორაზროვანი დანაკარგი", როგორც ფსიქოლოგიური ტრავმის ფორმა, ამ თემაზე გადაცემაში "რეაბილიტაცია დღეს" "საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია - ნდობის" ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი საუბრობდა.

ნანა აღაპიშვილი: "ორაზროვანი დანაკარგი ეს არის ტრავმული დანაკარგი და გამოწვეულია ისეთ დროს როდესაც ადამიანისთვის თავისი ოჯახის წევრის ან ახლობლის ბედი გაურკვეველია. ეს შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გამოვლენილი, ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაიკარგა ანუ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებული, მისი ოჯახის წევრები კი მოლოდინის მდგომარეობაშიარიან და მათ აქვთ "ორაზროანი დანაკარგის" განცდა".