ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. მნიშვნელოვანია მშობლების როლი, განსაკუთრებით კი დედის როლი ბავშვის ზრდა- განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ მშობლების მეშვეობით ხდება მისი ფსიქიკური აღზრდა- მომზადება საზოგადოებისთვის ჯანსაღ და სასარგებლო ადამიანად.
როგორია ბავშვის ფსიქიკური განვითარების მეთოდები და რა ხერხს უნდა მიმართოს მშობელმა სხვადასხვა პრობლემის დროს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ,,FM პედიატრი“ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობდა.

ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარება. როდის და როგორ უნდა დაიწყონ მშობლებმა ამ მიმართულებით ფიქრი და როგორი უნდა იყოს მათი პირველი ნაბიჯები?

ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება, მისი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა ეს არის ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი თემა და საკითხი. შეიძლება ითქვას რომ მთელი ცხოვრების მიზანიც ეს არის. ცნობილი ფიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული კლასიკური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება თავის დიდ აღმოჩენად ითვლება სწორედ ის რომ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება ერთამანეთთან კავშირში არიან და პირდაპირი მნიშვნელობით ამას ადასტურებს თუნდაც ის ძველი ბერძნული გამონათქვამი: ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია.“ ფსიქოლოგები კი გეტყოდნენ- ჯანსაღი სული, ჯანსაღ სხეულს განაპირობებს.
რაც შეეხება უშუალოდ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას, ეს ჯერ კიდევ ჩასახვამდე იწყება. ეს პროცესი მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომში მშობლის დამოკიდებულებას შვილთან. კერძოდ, ის თუ რამდენად არის სასურველი მისთვის ბავშვი, ანუ მშობელი რამდენად მზად არის მშობლობისათვის. ეს არის უდიდესი საქმე, რომლიც შეიძლება ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში განახორციელოს და აღსანიშნავია ისიც რომ დიდი მნიშნველობა არ ენიჭება ამ შემთხვევაში იმას, ბიოლოგიურია მშობელი თუ ფსიქოლოგიური, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მშობელზე რადგან ჩასახვამდე უნდა იყოს ის განწყობილი ამისათვის.

მშობიარობამდე რამდენად ნიშვნელოვანია რომ გაწონასწორებული და დაბალანსებული ჰქონდეს ემოციები მშობელს და რამდენად იმართება ბავშვისკენ მშობლების ემოცია?

ცნობილი ფსიქოლოგი აღნიშნავდა- ფეხმძმე ქალს კარზე კაკუნი უფრო გვიან ესმის, ვიდრე ნაყოფს მუცლად. ეს აღარ არის მოარული ფრაზა, რადგან ეს დადასტურებულია რომ ასეა. რამოდენიმე კვირის ნაყოფი რეაგირებს გარესამყაროზე ემოციური თვალსაზრისით. განსაკუთრებით კი რეაგირებს იმ ემოციებზე, რომლებზედაც დედა. მომავალი დედა უნდა უფრთხილდებოდეს თავს ემოციური დაძაბულობის თვალსაზრისით და უნდა ცდილობდეს რომ დადებითი ემოციები მიიღოს, ამასვე უნდა ცდილობდნენ სხვებიც, კერძოდ ოჯახის წევრები მის მიმართ.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ ქალზე როგორც მე მივხვდი, იგივე დოზით უნდა იყოს მამა ჩართული ამ პროცესში.

მამა უნდა ზრუნავდეს დედაზე და ეს იქნება მომავალ შვილზე ზრუნვა. მაგრამ ამ შემთვევაში დედაა მნიშვნელოვანი.
შემდეგ უკვე მშობიარობის პროცესი და ბავშვზე ზრუნვა. არ შემიძლია არ გავიხსენო ცნობილი ფსიქოლოგი სტანისლავ გროფი, რომელიც ლაპარაკობს მუცლადყოფნის და შემდგომ მშობიარობის პერიოდზე. ეს არის პირველი გამოცდილება იმ რეალურ ცხოვრებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თუ როგორი გამოცდილებით შეხვდება ადამიანი ამა თუ იმ საკითხს, ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ეს გამოცდილება ბავშვს მიღებული აქვს მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადების აქტის პროცესში, თუ როგორ წარიმართება მშობიარობა. საკეისროთი დაბადებულებს რაც შეეხება, მას აქვს როგორც პოზიტიური მხარე ისე ნეგატიური.

მაინც რა მიმართულებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

დაკვირვებით და შესწავლით არის ის შედეგები მიღებული, რომელზეც საუბრობს სტანისლავ გროფი. ეს არის პირველი, როდესაც ნაყოფი დაიძვრება მუცლიდან და ნაყოფმა თავით უნდა გარღვიოს ის აპკი რომელშიდაც იმყოფება და როცა ის თავით არღვევს ამ აპკს, ეს არის მისი პირველი გამარჯვება, რომელიც მან თავად მისი სხეულით განახორციელა. ამ პრპოცესს ახლავს ტკივილი, წინააღმდეგობის დაძლევა და ახლავს გამარჯვება. შემდეგ მოდის მილში, რომელიც ძალიან ვიწროა მაგრამ ეს არის მთელი ცხოვრების გამოცდილება. წინაღობა, იმისა თუ როგორ გაივლის გაურკვეველში მოძრაობას ის. პერინატალური მატრიცა რომელიც ოთხ ნაწილად იყოფა, ეს არის: მუცლადყოფნის პერიოდი, შემდეგ არის საშვილოსნოს აპკის გარღვევა, გავლა ამ წინააღმდეგობების და ბოლოს როდესაც ის დედამიწაზე არსებულ მზის შუქს იხილავს. ეს არის მთელი პროცესი და გამოცდილება ცხოვრებისეული ნაბიჯების. ბიბლიშიც ასეა როდესაც ხე ცნობადის ნაყოფს იგემებს დედაკაცი და ღმერთი კითხულობს ადამ სადა ხარ? ადამი პასუხობს აქ ვარ. ამის შემდეგ ღმერთისათვის ცნობილი ხდება რომ ადამმა ხე ცნობადი ნაყოფი იგემა როდესაც აღმოჩნდება რომ დედაკაცმა აცდუნა, ამ დროს დედაკაცი ეუბნება რომ გველმა აცდუნა. ღმერთი როგორ დაწყევლის მას? ეს ერთგვარი კურთხევაა იმისა რომ გველმა მუცლით იხოხოს და დედაკაცმა ტკივილით შობოს.

რაც შეეხება საკეისროს, იქნებ გვითხრათ რა ხდება ამ შემთხვევაში?

საკეისროს შემთხვევაში ეს გამოცდილება არ არის რაც გამოიხატება იმით რომ ბავშვები რომლებიც საკეისრო კვეთით იბადებიან ცვლილებების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. თუმცა მათ აქვთ ისიც რომ ნებიერად იმყოფებიან და ეს არ არის ურიგო. მე მინდა კიდეც ერთი რამ ვთქვა, რომ ფსიქოლოგები საშვილოსნოს ყველაზე ტრაგიკულ ორგანოს უწოდებენ, იმიტომ რომ ჯერ ნაყოფი უნდა გაზარდოს, მოამწიფოს თავის წიაღში და შემდგომ გამოდევნოს იქედან. ამ სამყაროში ყველაფერს აქვს ორი მხარე, პლიუსი და მინუსი. ჩვენ ამის გაცნობიერება კი დაგვეხმარება იმაში რომ ცხოვრებას ადეკვატურად ვუპასუხოთ. მხოლოდ გაცნობიერებაა საჭირო.

ხშირად ამბობენ რომ ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული მისთვის რთული დავალებების მიცემა. მაგ. ანბანის, რიცხვების სწავლა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს რომ ბავშვის ტვინის განვითარება 3 წლამდე ხდება და შესაბამისად რაც უფრო მეტად დავტვირთავთ მას, მისთვის უკეთესია. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

ბუნება ბრძენია. მან ჩვენზე უკეთ იცის რას როდის, როგორ, ჩადებს ამ სამყაროში. ყველაფერში ასეა. არც აჩქარება და არც შენელება. თავად მშობელმა უნდა იპოვოს ეს პერიოდი. როცა ეს ბავშვს ეხება განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო. განვითარებას აქვს თავისი ასაკობრივი პერიოდები. ყველაზე მეტად ცნობილი რომელიც არის დღეს ფსიოლოგიაში, რომელსაც უმრავლესობა ეყრდნობა, მაინც ერიქსონის ეტაპებია. დაინტერესებულებს შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია. ერიკ ერიქსონის ,,ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები იქ ზუსტად არის მოცემული ეს ყველაფერი. ფსიქოლოგი თავის ნაშრომებში ამბობს რომ 1,8 თვემდე, ბავშვი ჯერ კიდევ პერინატალურ პერიოდშია. ამ პერიოდში შეიძლება ითქვას რომ ვირტუალურად დედის მუცლის წიაღშია. გრძნობს დედას და მასთან სიახლოვის ბედნიერებას. ეს არის ბილოგიური და არა სოციალური მომენტი, იმიტომ რომ მას ეს გაცნობიერებული არ აქვს. ექსპერიმენტი ჩაატარეს, დედა შედიოდა ბაშვთან, რა დროსაც ის წარბშეკრული და მოწყენილი უყურებდა ბავშვს და რამოდენიმე ასეთი კონტაქტის შემდეგ ბავშვმა თავი გვერდზე გასწია და საკვებზე უარი თქვა. მნიშვნელოვანია მისთვის ღიმილი დედის, აღმზრდელის მხრიდან. ნებისმიერი ადამიანი რომელიც ბავშვთან კონტაქტობს უნდა იღიმოდეს. ასევე სასურველია ესაუბროს, მოეალერსოს დედამ და მამამ. ძალიან კარგია კლასიკური მუსიკის მოსმენა, ეს არის მოცარტის სავილონო და საფორტეპიანო კონცერტი.

რატომ კონკრეტულად ეს?

მოცარტის ნაწარმოებები ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ბავშვის ემოციურ მხარეზე და ინტელექტუალურ- გონებრივ განვითარებაზე. ემოციის მართვა და განვითარება ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მე გული მწყდება რომ აღზრდის პროცესში, განსაკუთრებით კი სასკოლო პერიოდში, ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ემოციურ განვითრებას ეთმობა. ეს სახელმძღვანელოებშიც ნაკლებად ჩანს. ამას ყველა ამჩნევს თუ როგორ არის ორიენტირებული თანამედროვე სასკოლო განათლება იმაზე რომ სწორედ ბავშვი იყოს გაუნათლებელი. თუ მშობლები ამაზე ყურადღებას გაამახვილებენ ეს უდიდესი საქმე ექნება. ჩვენზე ფსიქიკურზე გავლენას ყველაზე მეტად ახდენს ის თუ რას ვუსმენთ. ეს უძველესი დროიდან მოდის.

მინდა ცუდ ჩვევებზე ვისაუბროთ. თუ როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ცუდ ჩვევებს. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. რომელი მეთოდი მუშაობს ამ პროცესში ყველაზე მეტად?

ცუდს რას ვუწოდებთ ჩვენ, ანუ იმას რაც ბავშვის განვითარებაში დამაბრკოლებელ ძალად ითვლება. პირველი რაც არის და გამახსენდა ეს არის ისტერიულობა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია თუ არ ვმართეთ სწორად, მივიღებთ ისტერულ ადამიანს. მივიღებთ ადამიანს რომელსაც აქვს აუცილებლობის მიმართ შიში. მარტივი მეთოდია იგნორირება ისტერიის მიმართ, რამდენი ხანიც არ უნდა იტიროს ბავშვმა მას ამ დროს არ მიაქციოთ ყურადღება. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და კარგად ხედავენ მშობლის თავშეკავებულობას ამ პროცესში. თუ თქვენ რაღაც ყურადღება მაინც გაქვთ მის მიმართ მიპყრობილი იცოდეთ რომ მის ხელში ხართ. ამიტომ გულგრილობა მისი ისტერილობის მიმართ უნდა იყოს ნამდვილად გულგრილობა, უნდა იყოს იგნორირებული მისი რეაქციები მაგრამ თუ სახიფათოა მისი ქმედება, ვთქვათ კედელს ურტყამს თავს ან იატაკს, ხელი უნდა დაუჭიროთ ისე რომ ხელს მოხვდეს მისი თავი და არა კედელს. უნდა მოუწოდოთ მას, მაგრამ ეს უნდა იყოს არა დირექტიული ხმა ან მტკიცე ინტონაცია აკრძალვის, არამედ სხვა ასპექტით მიმართეთ მას. საჭიროა ამ დროს ველაპარაკოთ მას, თან ხელი დავიდოთ პირის გასწვრივ და ჰორიზონტალურად, უნდა ვუთხრათ მას ეს არ შეიძლება. მეორე არის ის რომ ავუხსნათ პატარას რომ ნივთი გატყდება, გაფუჭდება და შესაძლოა ამით ავნოს საკუთარ თავს და მესამე ეს არის ალტერნატივა ანუ შემცვლელი. ეს სამი ეტაპი თქვენს მიერ უნდა იყოს გავლილი. ეს მეთოდი ყოველთვის ამართებს. თქვენ უნდა იყოთ ავტორიტეტი მისთვის. ბავშვისთვის ავტორიტეტი არ არის ის ვინც მეტ საჩუქარს ყიდულობს. მისთვის ავტორიტეტია ის ვინც მის გრძნობას ამოიცნობს. მაშინ როცა მის სურვილს თუ პრობლემას გულისხმიერად მიუდგებით და შეეცდებით ამოიცნოთ და ანუგეშოთ იგი, თქვენ უკვე ავტორიტეტი იქნებით მისთვის. გრძნობის ამოცნობა არ უნდა დაგვავიწყრდეს.
რაც შეეხება შიშებს. შიშთან გათამაშება უნდა მოხდეს. მაგ. ჩვენს ცენტრში ამ პრობლემის მქონე ბავშებს ვთხოვთ დახატონ ის რისიც შეეშინდათ და როდესაც ისინი ფიგურალურად ხატავენ, შემდეგ ვთხოვთ რომ ისინი სასაცილოდ გადავაკეთოთ. როდესაც ის ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობაში ერთვება, მაშინ უკვე მისთვის ეს საშიში აღარაა. რისიც ეშინია, უნდა დაეხმაროთ მას რომ გაშინაურდეს.

ხანდახან გათამამებულები არიან ბავშვები და არ არსებობს დასჯის მეთოდი. რომელია ყველაზე ცუდი დასჯის მეთოდი რომელსაც მშობლები ბავშთან ურთიერთბის დროს ირჩევენ?

დასჯისა და წახალისების მეთოდებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. არა მხოლოდ ბავშვის აღზრდაში, არამედ საერთო საზოგადოების მართვაშიც . როცა გვინდა დავსაჯოთ ბავშვი კარგად უნდა დავაკვირდეთ მის საქციელს ეს ჩვენგან მომდინარეობს თუ არა. ძალიან ხშირად ადამიანები თავიანთ ემოციურ განწყობილებას ახვევენ სხვებს. დასჯა იგივე აკრძალვის მეთდია. დასჯის უფლება უნდა მოიპოვოს მშობელმა და ნიშნავს მისი ქმედების სწორად გაგებას. არ შეიძლება დავსაჯოთ ბავშვი იმ მოვლენაზე, რომელზედაც წინასწარ შეთანხმება არ გვქონია მასთან. პირველ რიგში დავიწყოთ იქედან როდესაც ჯერ კიდევ არ არის შეთანხმების ასაკი. ეს ადრეული ბავშვობაა. ამ შემთხვევაში ის უნდა მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას და ინიციატივას. აღზრდის პროცესში ვიყენებთ მეთოდს რომელსაც ქვია არჩევანი არჩევანის გარეშე. ვთქვათ მას არ უნდა რომ მიიღოს ფაფა, მაგრამ მისთვის ეს საკვები აუცილებლობას წარმოადგენს. ასეთ დროს ვეუბნებით ამ ქვაბში გაგიკეთო თუ ამაში? ან ამ თეფშზე მიირთმევ თუ ამაზე? თუ მან გააკეთა არჩევანი ეს ბავშვისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს. ანუ ჩვენი მიზანია თუ როგორ შევიყვანთ მას გარემოში, რომელშიც მას ადრე თუ გვიან მოუწევს შესვლა. დასჯას მაშინ აქვს აზრი როდესაც მას გარკვეულად რამე ესმის. თუ ჩვენ ვამბობთ ეს შენ როგორ მოგივიდა? რამე გატეხე? ან რამე დააშავე? ეს პირველ რიგში ბავშვის და დედის ნდობას უკავშირდება და უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე თქვენთან ერთად ბავშვიც ხდება. ბავშვს ყოველთვის უნდა ქონდს განცდა იმისა რომ საქციელი და თავად ის ერთმანეთისგან გამიჯნულია. ფიზიკურ დასჯაზე აღარც კი ვლაპარაკობ. ბავშვი უნდა იყოს სიყვარულის საგანი და ობიექტი რომ მან განიცადოს თავისი თავის მნიშვნელობა. აქ ყალიბდება მნიშვნელობის გააზრება მისი მხრიდან, მაშინ მას არ ექნება დანაშაულის განცდა. დასჯის დროს ბავშვს ვართმევთ იმას რაც მას ძალიან უყვარს მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივი.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება.

მართალია თუ არა ის აზრი რომ ბავშვი ან მოზრდილი 21 დღის განმავლობაში თუ რაღაცას გააკეთებს ის ჩვევაში გადაეზრდება?

ამბობენ მე ვერ გეტყვით კონკრეტულად. თუმცა ეს ასეა. ყოველ შემთხვევაში ჩვევის გამომუშავება შეიძლება ყველაფერთან დავაკავშიროთ. ადამიანის ცხოვრების წესი გარკვეულ ჩვევათა ურთოერთბას წარმოადგენს რაც თუკი ჩვევაში გადავა ჩვენ შევძლებთ ბედნიერად ვიცხოვროთ და დაზარება აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში . პირველი მიზანდასახული მოქმედებები ეს არის ის თუ როგორ ველაპარაკებით ბავშვს რას და როდის. შეარჩიეთ მომენტები. დაუჯეროთ ეკლესიას: არის ჟამი თქმისა და არის ჟამი უთქმელობისა.

სხვა სტატიები თეგით: