ქალაქ ნანძინის მუზეუმი ძიძინშანის მთის ძირში მდებარეობს. ეს არის საოცარი მუზეუმი, რომელშიც ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილი უამრავი არტეფაქტი და ჩინური ხელოვნების შედევრები ინახება.

.

.

.

.

.

.

.

.

1950 წლამდე ეს ჩინეთის მთავარი მუზეუმი იყო. მისი შენობა ჯერ კიდევ 1933 წელს იყო აგებული. მუზეუმის პირველი დირექტორი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ცაი იუანპეი (1876-1940) იყო. საკუთარი კონტაქტების წყალობით მან შეძლო რელიქვიების უნიკალური კოლექციის (419 000 ექსპონატი) შექმნა, რომელთა ასაკი 6000 წელს აღემატება.

.

.

.

.

.

.

Related Articles

ვერცხლის, კერამიკისა და ნეფრიტის ნაკეთობები, უძველესი კალიგრაფიის ნიმუშები, ძველი იარაღი, სხვადასხვა საუკუნის უამრავი არქეოლოგიური არტეფაქტი - ეს ყველაფერი შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმის დარბაზებში, რომელთა ფართი 70 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღესდღეობით მუზეუმის ფინანსირებას სახელმწიფო ახორციელებს, რამაც განაპირობა ის, რომ მუზეუმს შეუერთდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ისტორიოგრაფიის კოლეგია, სულიერი მემკვიდრეობის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და რესპუბლიკური მუზეუმი.

მუზეუმში პერიოდულად ხდება კოლექციების განახლება, ხელმძღვანელობა კი დამთვალიერებლებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნას ცდილობს. ამისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ლამაზი პარკი მინიატურული ტალავრებით, სკამებით და პავილიონებით. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ყველა მსურველს შეუძლია დატკბეს აქაური სიმშვიდით.

ტურისტებს ასევე ძალიან იზიდავს მუზეუმის ჰოლში განლაგებული სუვენირების მაღაზიები, რადგან იქ საკმაოდ ორიგინალური სუვენირების შეძენა ხელმისაწვდომ ფასებშია შესაძლებელი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: