კარგად იცი, რომ ჯანმრთელობას ვერ იყიდი, მაგრამ მაღაზიაში წვენის ყიდვისას ან კაფეში წვენის შეკვეთისას, გინდა დარწმუნებული იყო, რომ გემრიელ სასმელთან ერთად შენ მიიღებ ჯანმრთელობას - იმას, რაც დაგეხმარება სხეულის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თუ რა სარგებელს შეიძლება ელოდო, ეს დამოკიდებულია თავად წვენზე და მის ხარისხზე. პროდუქტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ის ხელს უწყობდეს ენერგიის მყისიერ აღდგენას. მასში არ არის ცილა და ცხიმები, მაგრამ არსებობს „სწრაფი“ ნახშირწყლები. ნატურალური წვენებით მიღებული საკვები მთელი ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება. ამას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული უარყოფითი შეგრძნებები, რაც წვენების უარყოფით ზემოქმედებად არ უნდა მიიჩნიო, მით უფრო თუ ის ახალია და მომზადების დღესვე გამოიყენება. პირიქით, ასეთი ტიპის შეგრძნებები დამადასტურებელია იმისა, რომ ორგანიზმში გაწმენდისა და დარღვეული ფუნქციის აღდგენის პროცესი დაიწყო.
ისპანახის წვენი - სასარგებლოა მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის. ამის შესახებ უხსოვარი დროიდან იცოდნენ.
უმი ისპანახი მდიდარია ისეთი ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც ასუფთავებენ და აღადგენენ კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობის ფუნქციას. ამ ბოსტნეულიდან მომზადებული 0,5 ლ ახალი წვენის ყოველდღიური მიღებით მოკლე დროში შესაძლებელია ყველაზე მძიმე ფორმის ყაბზობისაგან თავის დაღწევა.
ისპანახი საუკეთესოდ მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე, იცავს მათ პაროდონტოზისგან.
მისი წვენი სასარვებლოა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება ნერვული აშლილობის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების სეკრეციის სამკურნალოდ, აგრეთვე გულის ფუნქციის დარღვევის, ნეფრიტის, ართრიტის, ჩირქგროვისა და ძირმაგარების სამკურნალოდ.
მისი გამოყენება სასარგებლოა სისხლის დაბალი და მაღალი წნევისას. ასევე მხედველობის პრობლემების და თავის ტკივილის დროს.
მიზანშეწონილია ყოველდღე მიიღოთ 560 გრამი უმი ბოსტნეული წვენი. ამ დროს დიეტიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის შემცველი პროდუქტები.
ისპანახი, სალათის ფოთოლი და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის იმ სახეობებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად შეიცავენ C და E ვიტამინებს. ამ უკანასკნელის უკმარისობა ქალების უნაყოფობისა და მუცლის მოშლის აგრეთვე მამაკაცთა სქესობრივი სისუსტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. დამბლის მრავალი ფორმაც ასევე E ვიტამინის ნაკლებობის შედეგია. მისი უკმარისობა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და საერთო გუნება-განწყობის გაუარესებას იწვევს.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ისპანახი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ მოხარშული ან კონსერვირებული სახით. ვინაიდან ამ შემთხევაში მასში შემავალი მჟაუნას სიმჟავის ატომები მაღალი ტემპერატურის გავლენით არაორგანულნი ხდებიან, რაც ხელს უწყობს მათი კრისტალების დაგროვებას თირკმელებში.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: