ჩინელების მორიგი საოცრება, გრანდიოზული სასტუმროა, რომელიც მდებარეობს ქალაქ შანხაიში, მისი სახელია : InterContinental Shanghai Wonderland. ეს არის ადგილი, რომელიც არა მხოლოდ ჩინელების, არამედ ტურისტების ინტერესსაც იწვევს .

სასტუმრო განლაგებულია 90 მეტრ სიღრმეზე. უცნობია, ვის მოუვიდა აზრად სასტუმროს აშენება კარიერში, თუმცა ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება, რადგან სასტუმრო იდეალურადაა შერწყმული აქაურ ლანდშაფტთან. თითქმის მთელი სასტუმრო განლაგებულია მიწის ზედა ფენის ქვემოთ.

ეს სასტუმრო არის 19 სართულიანი და მდებარეობს შანხაიდან 35 კმ-ის დაშორებით (30 კილომეტრია შანხაის აეროპორტიდან ამ სასტუმრომდე). მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ხელოვნური წყალსაცავები.

.

.

სასტუმროში 370 ნომერია. დამსვენებლებს აკვირვებს აქაური ჩანჩქრები რომლებიც პირდაპირ შენობაშია „ჩამონტაჟებული“.

უნდა აღინიშნოს რომ, სასტუმრო InterContinental Shanghai Wonderland in Songjiang უკვე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ სასტუმროდ მსოფლიოში.

სასტუმროს სახურავი დაფარულია მცენარეებით, რომელიც შერწყმულია აქაურ ტერიტორიასთან. უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოიყენონ მზის და გეოთერმული ენერგია.

ამ სასტუმროს მშენებლობას 10 წელი დასჭირდა.

ნომრების ღირებულება 488 დოლარიდან იწყება და 2045 დოლარამდე მერყეობს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: