რა პრობლემები დგას ქართულ ლიტერატურაში, როგორია ქართულის მასწავლებლების სწავლების დონე და რა უნდა გაკეთდეს პრობლემების გასაუმჯობესებლად, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „ერთ მერხთან“ ლიტერატორმა, მთარგმნელმა და ჟურნალისტმა ნინო ბექიშვილმა ისაუბრა.

ნინო ბექიშვილი: „მასწავლებლების ზოგადი საშუალო ფონი ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ქართულის მასწავლებლებმა არ იციან ქართულ ენაზე წერა და გრამატიკა. ძალიან შაბლონურად და დაშტამბულად აზროვნებენ ან შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ვერ აზროვნებენ, ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყველას მაგრამ ზოგადი ფონი ასეთია. მე მაინც მგონია, იმისთვის რომ ლიტერატურა ასწავლო ამ ლიტერატურაზე მუდმივი რეფლექსია უნდა მიდიოდეს, ჩვენთან ამის ნაკლებობაც არის. ზოგადად ძალიან უჭირს ქართულ ლიტერატურათმცოდნეობას და ძალიან ნაკლები სივრცე არსებობს სადაც ლიტერატურაზე ისაუბრებენ. თუმცა ახლა გაჩნდა ეს სივრცეები, ეს საჯარო ლექციები რომლებიც იკითხება, რომლებიც ძალიან კარგი რესურსია მასწავლებლებისთვის“.

სამი წიგნი, რომელსაც ნინო ბექიაშვილი გირჩევთ:

ვაჟა ფშაველას პოემები;

სვეტლანა ალექსეევიჩი - ჩერნობილის ლოცვა;

აკა მორჩილაძე - ობოლე.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: