მხატვრული ლიტერატურა, სწავლების მეთოდები სკოლაში და სკოლის მნიშვნელობა, ამ თემებზე გადაცემაში ,,ერთ მერხთან“ ჟურნალისტი ნინო დარასელი საუბრობდა.

ნინო დარასელი: „ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ ჩემი წერის მანერაზე უზარმაზარი გავლენა იქონია ჩემმა პირველმა დამრიგებელმა, კერძოდ იმაზე თუ როგორ გვიხსნიდა გაკვეთილს მაშინ, როდესაც დავიწყეთ ასოების შესწავლა. ამ პროცესს იწყებდა რაღაც ისტორიით და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებდა ასოების ახსნას. მივხვდი, რომ ჩემი წერის მანერაც განისაზღვრა სწორედ აქედან, მაშინ როდესაც მსურს კონკრეტულ თემაზე ვისაუბრო, ვიწყებ სულ სხვა თემით თუმცა საბოლოოდ მივდივარ იქამდე რა თემაზეც მსურდა დაწერა. მქონდა ბედნიერება მესწავლა ექსპერიმენტულ სკოლაში, მაშინ მეექვსე გერმანული სკოლა ერქვა, იქ უკვე მყავდა ისეთი მასწავლებლები როგორებიც იყვნენ: გია ალიმბეგაშვილი, ლალი გულისაშვილი, ეთერ თათარაიძე და ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა. გარდა ამისა, ჩვენს პერიოდში ინტერენეტი არ იყო და ჩვენს თაობას სხვა რა უნდა ეკეთებინა თუ არა ეკითხა. განსაკუთრებით მიხაროდა ლიკანში წასვლა რადგან სწორედ იქ იყო დიდი ბიბლიოთეკა, ამ ბიბლიოთეკაში შესვლა და წიგნების არჩევა კი მთელი თავგადასავალი“.

3 წიგნი, რომელსაც ნინო დარასელი გირჩევთ:

არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო;

ზურა ჯიშკარიანი - საღეჭი განთიადები;

გიორგი მასხარაშვილი - 14 კრისტალის თეორია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: