ნივთიერებადამოკიდებულ პირთა ფსიქო-სოციალურ საკითხებზე, გადაცემაში „რეაბილიტაცია დღეს“ საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომას“ პროექტის კოორდინატორი ვაჟა კასრელიშვილი საუბრობდა.

ვაჟა კასრელიშვილი: „ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ჯანმრთელობის საკითხებზე, ისეთი თემების შესახებ, მაგალითად როგორიცაა: ინფექცია, შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი და სხვა სისხლით გადამდები დაავადებები. ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებთაც გარკვეული ქცევის გამო ამ დაავადებებით დაინფიცირების რისკი აქვთ. გარდა ამისა ვმუშაობთ ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებთან მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით. გვაქვს სხვადასხვა პროექტები, ყოფილ პატიმრებთან პრობაციონერების ფსიქოსოციალური ხელშეწყობის მიმართულებით.

ორგანიზაცია 2001 წლიდან მუშაობს წამალდამოკიდებულ პირებთან. თავდაპირველად ჩვენ გარკვეული საინფორმაციო მიმართლებით დაავადების პრევენციის მიზნით ვმუშაობდით. მოგეხსნებათ ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება სხვადასხვა სარისკო ქცევები, რომელიც საფრთეს უქმნის ჯანმრთელობას. მუდმივად ვცდილობდით რომ ჩვენი საქმიანობა გაგვევითარებინა და გარკვეული სერვისები დაგვემატებინა, ისეთი როგორიც არის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რადგანაც ნარკოდამიკდებულება არის ქრონიკული დაავადება თუ არ არსებობს გარკვეული მიმართულებები ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნის თვალსაზრისით, ვგულისხმობ მკურნალობის მეთოდებს, რთულია პრობლემიდან თავის დაღწევა. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვმუშაობდით და სულ რამდენიმე ხნის წინ გავხსენით ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში“.