2017 წლის შედეგების მიხედვით, ონლაინ-თამაშების ინდუსტრიის წარმოების მოცულობამ შანხაიში 56,93 მილიარდ იუანს (8,95 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 24,6%-ით მეტია.

შანხაის ონლაინ-თამაშების ასოციაციის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ონლაინ-თამაშების ინდუსტრიაში ადგილობრივი კომპანიები ლიდერობენ. აღნიშნული კომპანიები გლობალურ ბაზარზე სულ უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან.

ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი კომპანიების მტკიცე ზრდის წყალობით, შანხაი ინტერნეტ-თამაშების საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

შანხაის კულტურის, რადიომაუწყებლობის, კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის მუნიციპალური სამმართველოს უფროსის მოადგილის ვან ვეის განცხადებით, ინტერნეტ-თამაშების ჩინური ბაზარი სტაბილური და სწრაფი ტემპით იზრდება. სპეციალისტთა აზრით, სათამაშო ინდუსტრია ინტერნეტ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და პერსპექტიული დარგია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: