WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი) 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

.

.

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო-ჯორჯია“ მე-11 პავილიონში იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

.

.

წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები . საკუთარ სტენდზე, ფრანგი მონაწილეები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.
გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.

.

.

3 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში